მოკლევადიანი პროგრამები

48 საათი
16 შეხვედრა
700 ლარი

I ნაკადის მიღება - 01.11.18
II ნაკადის მიღება  - 21.02.19



კურსი განკუთვნილია -
მათთვის ვისაც, სურს სრულყოფილად შეისწავლოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მართვის ხელოვნება, გაიმყაროს ცოდნა და მიიღოს უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება. ასევე, მათთვის, ვისაც სურვილი აქვს გახდეს კიდევ უფრო თავდაჯერებული და შეიქმნას დასაქმების რეალური პერსპექტივა, მათთვისაც, ვინც დასაქმებულია და სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია და მიაღწიოს კარიერულ წინსვლას. და რაც მთავარია მათთვის, ვინც მზად არის შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

კურსის გავლის შემდეგ - ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის თანამედროვე მეთოდებს, კომუნიკაციის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან ასპექტებსა და ელემენტებს. შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, როლურ თამაშებს, ფსიქოლოგიურ ტესტებს, მეხსიერების გაუმჯობესების, ინფორმაციის აღქმისა და გადმოცემის სავარჯიშოებს, რაც დაეხმარებათ მათ მუდმივად აწარმოონ მიღებული ცოდნის მონიტორინგი, შეიძინონ და გაიღრმავონ საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გახდნენ მოთხოვნადი პროფესიონალები და წარმატებით აწარმოონ ეფექტური საქმიანობა ნებისმიერი მიმართულებით.

ტრენერი:
ნათია გოცაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი, PR აკადემიის დირექტორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში, საავტორო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია , ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.

ტრენინგები გაიმართება- სამშაბათს და  ხუთშაბათს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით
შესავალი საზოგადოებასთან ურთიერთობაში: რა არის PR? ისტორია, PR-ის მნიშვნელობა XXI საუკუნეში. უახლესი გამოწვევები ტესტი: 20 მტკიცების ტესტი

საზოგადოებრივი აზრის მართვის სისტემები: საზოგადოებრივი აზრის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი ორგანიზაციასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში, უკუკავშირის მეთოდები, როლური თამაში: მომჩივანი და მოსარჩელე (კონფორმიზმის გამოვლენა)

ეფექტური კომუნიკაციის მართვა: კომუნიკაციის ფსიქოლოგია, კომუნიკაციის ბარიერები, კომპონენტები, ეფექტური კომუნიკაციის მართვა ტესტი/სავარჯიშო: ინფორმაციის გავრცელება, აღქმის არხები

დარწმუნების ხელოვნება ტესტი: თვითფლობის შკალა დარწმუნების კომპონენტები, პირდაპირი და ირიბი ზემოქმედება, ლოგიკური მსჯელობის ასპექტები როლური თამაში: დარწმუნების უნარების გამოყენება. დავალება: საინფორმაციო ტექსტის შედგენა ირიბი ზემოქმედების მეთოდების გამოყენებით

ადამიანის ტიპები ტესტი: საკუთარი ფსიქოტიპის გამოვლენა ტემპერამენტი და პროფესიული არჩევანი, ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, დავალება: დამოკიდებულებების ანალიზი

წარმატების ფსიქოლოგია: თავდაჯერებულობა და თვითრეალიზაცია პრაქტიკული სამუშაო: როლები, მიზნები , თვითშეფასება ტესტი: თვითკონტროლის სტატუსი

PR და საკომუნიკაციო სისტემები: საზოგადოებასთან ურთიერთობა და მსგავსი საკომუნიკაციო სისტემები: რეკლამა, მარკეტინგი, პროპაგანდა და სხვ.საზოგადოებასთან ურთიერთობის ტერმინები. როლური თამაში: პოზიციონირება და თვითპრეზენტაციის ფორმები

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: PR სამსახურის მიზნები და ფუნქციები, PR მენეჯერის თვისებები და მოვალეობები ფსიქოლოგიური ტესტი: სოციალური ემპათია

კრიზისის მართვა: კრიზისის გააზრება, რეაგირება, შეფასება, ანტიკრიზისული და პოსტკრიზისული გეგმა ფსიქოლოგიური ტესტი: სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება პრაქტიკული სამუშაო: ანტიკრიზისული კამპანიის დაგეგმვა

შიდა კორპორაციული კომუნიკაცია: კორპორაციული კომუნიკაციის მართვა, საკომუნიკაციო არხები და ინსტრუმენტები, კორპორაციული კულტურა, გუნდის შეკვრა პრაქტიკული სამუშაო: შიდა საკომუნიკაციო აქტივობა როლური თამაში: გუნდი 1 ადამიანი.

მედიასთან ურთიერთობა: მედიის სახეები, შერჩევის პრინციპები, მედია კომუნიკაციის ინსტრუმენტები, მედია გეგმა პრაქტიკული სამუშაო: პრესრელიზი და მედია გეგმა

რეპუტაციული მენეჯმენტი: ფაბლისიტი, იმიჯი, რეპუტაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, სპონსორობა, ქველმოქმედება იმიჯის ფორმირების ინსტრუმენტები პრაქტიკული სამუშაო: იმიჯის ტიპოლოგია, საიმიჯო აქტივობის დაგეგმვა

PR კამპანიის დაგეგმვა: დაგეგმვის მნიშვნელობა და ტიპები, გეგმის კომპონენტები, დაგეგმვის 12 საფეხური

ივენთ მენეჯმენტი: ივენთის ორგანიზების ეტაპები, კონცეფცია, სცენარი, დიზაინი, სამუშაო გეგმის შედგენა. სამუშაო/ტესტი: კრეატიული ხედვის უნარები

შესწავლილი მასალის შემოწმება პრაქტიკული დავალებები

არავერბალური კომუნიკაცია სხეულის ენა და მისი მახასიათებლები; ჟესტების გამოყენება მოლაპარაკების წარმოებისას

პროექტების დაცვა


39 საათი
13 შეხვედრა
650 ლარი
I ნაკადის მიღება - 25.10.18
II ნაკადის მიღება  - 14.02.19
III ნაკადის მიღება - 16.05.19




კურსის მიზანია - მსმენელებმა გაიაზრონ პროექტის მენეჯმენტის სამუშაოს ხასიათი და როლი, შეისწავლონ ძირითადი საკითხები, რომელიც ახასიათებს პროექტის მართვის პროცესებს, შექმნან ძლიერი საპროექტო გუნდი და სწორად მართონ ადამიანური სესურსები, შეაფასონ პროექტი და შექმნან სამოქმედო გეგმა, მართონ განხორციელების პროცესი და ცვლილებები, გაიაზრონ ფინანსების როლი პროექტის მართვაში,  შეძლონ პროექტის ღირებულების დაანგარიშება, შეაფასონ პროექტის ფინანსური ხარჯების გააზრება და კონტროლი, მართონ შესყიდვები, თავიდან აიცილოონ კონფლიქტები, დაასრულონ (დახურონ) პროექტი.

ტრენერი:
თეონა დალაქიშვილი - არაფორმალური განათლების ექსპერტი, კრეატიული განვითარების ცენტრში ფონდების მოძიების და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, 2012 წლიდან საერთაშორისო ფასილიტატორი და სერტიფიცირებული მენტორი, ჩატარებული აქვს 40-მდე ქვეყნის მონაწილეებთან ტრენინგები იდეის განვითარების, დონორებთან მუშაობის და ფანდრაიზინგის საკითხებზე.ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მენტორი.

ტრენინგები გაიმართება- სამშაბათს და  ხუთშაბათს
19:00 საათიდან 22:00 საათამდე

მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით

1. პროექტის მენეჯმენტის წარდგენა, სიცოცხლის ციკლი

2. საჭიროებისამებრ მოთხოვნებად გარდაქმნა

3. პროექტის წესდების მომზადება (Project Character)

4. პროექტის შინაარსი (Scope)

5. დაგეგმვა და შეფასება

6. WBS (Work Breakdown System) ის მომზადება

7. პროექტის გეგმის მომზადება

8. მონიტორინგი და კონტროლი

9. რისკების მენეჯმენტი

10.პროექტის შეფასება და ბიუჯეტირება

11.ხაარისხის კონტროლის მეთოდები

12.პროექტის დახურვა
54 საათი
18 შეხვედრა
820

I ნაკადის მიღება - 25.10.18
II ნაკადის მიღება  - 31.01.19
III ნაკადის მიღება - 25.04.19

კურსის მიზანია:
შეასწავლოს მსმენელებს მარკეტინგის მნიშვნელობა ორგანიზაციის მუშაობასა და წარმატებაში; ბრენდის ფორმირების, მართვისა და ანგარიშგებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების გამოყენება და ადაპტაცია; ორგანიზაციაზე მოქმედი სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორების განსაზღვრა და მათთან კომუნიკაცია; ორგანიზაციაში არსებული სიტუაციის შეფასება, შესაძლო პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის შესაბამისი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება.
კურსის შედეგად:
მსმენელები შეძლებენ დაგეგმონ ოპტიმალური მარკეტინგული სტრატეგია და დამოუკიდებლად წარმართონ მარკეტინგული საქმიანობა.

ტრენინგები გაიმართება: კვირაში 3-ჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს  19:00 საათიდან 22:00 საათამდე

მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თი ბი სი ბანკის 0% განვადებით

მაარკეტინგის ისტორია, პერიოდები და ინდუსტრიული კლასტერები

მარკეტინგული გეგმა და მისი ფორმირება

სიტუაციური ანალიზი და  მისი ფორმირება

სიტუაციური ანალიზი -  ანალიტიკის ინსტუმენტები

მომხმარებლის ქცევა (ნაწილი I)

მომხმარებლის ქცევა (ნაწილი II)

კომუნიკაციის მოდელები

STP - სეგმენტაცია, შერჩევა, პოზიციონირება

პოზიციონირება (პრაქტიკული ნაწილი)

IMC - ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

ფრანჩაიზი და გლობალური ოპერაციები

ბრენდი, პროდუქტი, სერვისი

საოპერაციო სტანდარტები

პროდუქტის ბრენდინგი VS კორპორატიული ბრენდინგი

ანალიტიკის ინსტრუმენტები

ციფრული ერა

პროექტის პრეზენტაცია
2 თვე
25 შეხვედრა
860 ლარი
I ნაკადის მიღება - 26.09.18
II ნაკადის მიღება - 05.12.18
III ნაკადის მიღება - 27.02.19
IV ნაკადის მიღება - 13.05.19


კურსის მიზანია: შევასწავლოთ მსმენელებს მართვის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გავაცნოთ მართვის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის მნიშვნელობა. მივცეთ მათ წარმატებული მენეჯერული საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო პროფესიული ცოდნა. შევასწავლოთ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის, თვითპრეზენტაციის, მოლაპარაკების, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და კონფლიქტების მართვის ელემენტები.

კურსის გავლის შემდეგ: მსმენელები შეძლებენ საკუთარი თავის წარმოჩენaს, ინფორმაციის აღქმისა და გადმოცემის უნარების გამომუშავებას, მენეჯერული თვისებების გაღვივებას, თავდაჯერებულობასა და პიროვნულ განვითარებას.

ტრენინგები გაიმართება: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევი 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თი ბი სი ბანკის 0% განვადებით


• ეფექტური კომუნიკაცია - კომუნიკაციის მიზნები და შედეგები - კომუნიკაციის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები - ტესტი - ინფორმაციის ეფექტი.

• საკუთარი თავის ანალიზი - თვითშეფასების ტესტი - როლები, ფუნქციები, მიზნები. - პოზიციონირება, იმიჯი და რეპუტაცია - ანუ როგორ შევქმნათ საკუთარი ბრენდი - 4D მოდელის შექმნა.

• სოციალური ქცევის ანალიზი - ადამიანის ფსიქოტიპები - ხასიათი და მოტივაცია - თამაში: დაუსახლებელი კუნძული - სოციალური ,,მე”-ს ანალიზი.

• ურთიერთობის ფსიქოლოგია - ურთიერთობების 5 ფსიქოლოგიური ფაქტორი - ტრანზაქტული ანალიზი - კოოპერაცია VS კონკურენცია - თამაში: ტუსაღის დილემა.

• წარმატების ფსიქოლოგია - ტესტი - დამოკიდებულებები და შეფასება - უიღბლობის მიზეზები და წარმატება - როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას საკუთარ თავთან - თამაში - რა იქნებოდა რომ არ...

• ემოციების მართვა - როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი? - შიში, ბრაზი, შფოთვა და სხვა ემოციები - ტესტი : თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის შეფასება.

• პოზიტიური აზროვნების შედეგები - როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან? - განწყობის თეორია - თავდაჯერებულობა და თვითმოტივაცია - სავარჯიშო: პოზიტიური აზროვნების ძალა.

• რას მალავს ჩვენი ქვეცნობიერი? - გამოცდილების ზეგავლენა დამოკიდებულებებზე - ფსიქოლოგიური თამაში/ტრანსი: ცხოვრების გზა, მოვლენები და შედეგები.

• სხეულის ენა - სხეულის ენის ფუნქციები და მნიშვნელობა - ზეგავლენის ჟესტები და მათი გამოყენება - სავარჯიშო - თვითპრეზენტაცია.

• როგორ მივაღწიოთ მიზანს - სურვილები და შესაძლებლობები - სამოქმედო გეგმის ეტაპები - წინააღმდეგობები და თვითმოტივაცია.

• „ცოდნის ადამიანი“ - ჰუმანიზმი და ბიჰევიორიზმი, პეტერ დრუკერი- თამაში: ბირთვული სასაკლაო.

• ქვეცნობიერი - გრძნობები და ფიქრები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს − რა არის ქვეცნობიერი და რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში − არის თუ არა ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის ცნობიერი გონების მსახური − ქვეცნობიერი სიგნალების გამოხატულება სხეულით − არაცნობიერი რაპორტი − ტესტი - დაფარული ხასიათის შტრიხები.

• ძლიერი მხარე - რა არის ჩემი ძლიერი მხარე? როგორ ვმუშაობ? რა ღირებულებებს ვეფუძვნები? რა წვლილი და გავლენა მინდა შევიტანო და სად?

• შიშის ფსიქოლოგია − შიშის მრავალსახეობა − შიშის 6 ფორმა − მიზიდულობის კანონი - რისიც გეშინია ის მოხდება − ფობია − როგორ ვებრძოლოთ შიშს და ფობიებს − შიშის ტესტი.

• ედუარდ დე ბონო და მისი ფსიქოლოგიური ქუდები − აზროვნების ტიპები − აზროვნება პრობლემის განხილვის პროცესში − აზროვნებისას 3 ძირითადი სირთულე − ლატერალური აზროვნება, 6 ქუდის მეთოდი − ლატერალური აზროვნება.

• ფილიპ ზიმბარდო „The psychology of evil“ - როგორ ხდებიან ადამიანები მონსტრები ან გმირები − ბიჰევიორიზმი, როგორც ფსიქოლოგიური მიმდინარეობა − რა არის დამნაშავე თუ ვინ არის დამნაშავე? სისტემა თუ ადამიანი? − 7 პროცესი რომელიც ადამიანს ბოროტებისკენ უბიძგებს − სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი.

• ტვინი და მისი აგებულება -ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი - რა შესაძლებლობებს ფლობს ჩვენი ტვინი -ტვინის ნახევარსფეროები, ბალანსი ლოგიკას და აბსტრაქციას შორის -ბალანსი ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს შორის -რა არის კოგნიტიური დისონანსი და როგორ ვებრძოლოთ მას.

• ცვლილებების ფსიქოლოგიური ასპექტები - გარდატეხა, როგორ გავატაროთ ცვლილება როცა ის ასე რთულია - 3 მოულოდნელი ფაქტი ცვლილების შესახებ; გული გონების წინააღმდეგ - მოძებნეთ ნათელი წერტილები, მიუთითეთ საბოლოო დანიშნულების ადგილი, იპოვეთ შეგრძნება, შეცვალეთ გარემო პირობები, ჩამოაყალიბეთ ჩვევები და შეინარჩუნეთ ცვლილების ტემპი.

• მანიპულაცია, ნაწილი 1 − თამაშებ,ი რომელსაც ადამიანები თამაშობენ − ტესტი: ბნელი სარდაფი.

• მანიპულაცია, ნაწილი 2 − როგორ ხდებიან ადამიანები მანიპულატორები − ტესტი: როგორ გხედავენ სხვები.

• მანიპულაცია, ნაწილი 3 − მანიპულატორის აღიარება − მანიპულაციიდან აქტუალიზაციაზე გადასვლის გზები − შიშის ტრანსი

• NLP წარმატების მისაღწევად − რა არის NLP და მისი ძირითადი საკომუნიკაციო მოდელი − ტვინი და მისი აგებულება, ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი. − NLP პროცესი, რისთვის ვიყენებთ მას − ტრანსი მისია

• NLP წარმატების მისაღწევად − სტრესი, სტრესული ფაქტორის გავლენა ადამიანის ცხოვრებისეულ ხედვებზე − NLP –ს ძირითადი დებულებები. − ღუზა – მისი შექმნა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე − ტრანსი - შემოქმედებითობა

• შემაჯამებელი თამაში