ჩვენ შესახებ
შპს ,,PR აკადემია“ არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე ოპერირებს 2012 წლიდან და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კომპლექსურ სასერტიფიკატო პროგრამებს, მოკლევადიან კურსებს, კორპორაციულ ტრენინგებსა და საკონსულტაციო მომსახურებას ყველაზე მოთხოვნად სფეროებში.

ჩვენ მიერ შემუშავებული მრავალფეროვანი სასწავლო და საკონსულტაციო პროგრამები, სწავლებისა და მომსახურების მეთოდოლოგია საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს სრულყოფილი ცოდნა, აიმაღლოს კვალიფიკაცია, გააუმჯობესოს კორპორაციული გარემო, აწარმოოს წარმატებული ბიზნეს საქმიანობა, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება.


PR აკადემიაში თქვენ მიიღებთ:

პროფესიონალიზმს, რომელიც ემყარება
თეორიას, რომელიც ამტკიცებს
პრაქტიკას, რომელიც ავსებს
გამოცდილებას, რომელიც ცვლის
აზროვნებას, რომელიც აყალიბებს
ჩვევას, რომელიც ზრდის
შესაძლებლობას, რომელიც ქმნის
წარმატებას!

ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ:
საჯარო დაწესებულებებს;
კომერციულ სტრუქტურებს;
საზოგადოებრივ და არამომგებიან ორგანიზაციებს;
მცირე და საშუალო ბიზნესს;
დასაქმებულ პირებს, რომლებსაც სურთ შეიქმნან წარმატებული კარიერა;
ფიზიკურ პირებს, რომელთაც უნდათ გაზარდონ დასაქმების რეალური შანსი;
სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის შერჩევისას.

ჩვენი მომსახურება:
• კორპორაციული ტრენინგები
• ინდივიდუალური კურსები
• სასერტიფიკატო პროგრამები
• მასტერკლასები
• კონსალტინგი
• მენტორინგი
• საერთაშორისო მაგისტრატურა