NLP - მეტი შესაძლებლობებისთვის

19 ივნისი
24 საათი
8 შეხვედრა
490

რატომ დამარცხდა, რატომ არ გამოვიდა, რატომ აღარ აქვს აზრი... ზოგჯერ შესაძლოა გარემო ფაქტორებმა მართლაც შეგვიშალოს ხელი წარმატების მიღწევაში, წინსვლაში, მაგრამ რა არის პრობლემის სათავე? რატომ არ ეძებენ გამოსავალს საკუთარ თავში? პრობლემის სათავე საკუთარ პიროვნებასთან შეუთავსებლობაშია, საკუთარი თავის შეუფასებლობასა და რწმენის დაკარგვაშია.

კურსის მიზანი - შევასწავლოთ მსმენელებს ნეიროლინგვისტური პროგრამირების არსი და მნიშვნელობა ადამიანის პიროვნული ცვლილების, წარმატების მიღწევის, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისთვის. დავეხმაროთ მათ, გააცნობიერონ, რა მოსწონთ საკუთარ თავში და შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ, ადვილად გაუგონ სხვა ადამიანებს, იყონ საკუთარ თავში დარწმუნებული, ჩაანაცვლონ ნეგატიური მდგომარეობა პოზიტიურით, დაამყარონ კავშირი ქვეცნობიერთან.

ტრენერი ზაზა ქოიავა
-
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი . საჯარო მმართველობის მაგისტრი. PR აკადემიის ტრენერი NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. სერტიფიცირებული ტრენერი (TOT) ლიდერობაში, Couching-სა და მენეჯმენტში. საავტორო პროგრამები: მართვის ფსიქოლოგია, ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია, ორგანიზაციული მენეჯმენტი.
1. ზოგადი ფსიქოლოგია, მიმოხილვა, არსი, როლი.

2. ეგზისტენციალური ვაკუუმი და კოგნიტიური დისონანსი.

3. რას მალავს ჩვენი არაცნობიერი?

4. ძლიერი მხარე, პიროვნული განვითარება

5. პირადი გამარჯვება, ლიდერის ჩვევები

6. ადამიანზე მოქმედი გარეგანი და შინაგანი ფაქტორები, ბიჰევიორიზმი, ბოროტების ფსიქლოგია

7. რა არის NLP და მისი ძირითადი საკომუნიკაციო მოდელი
ტვინი და მისი აგებულება, ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი.

8. სტრესი, სტრესული ფაქტორის გავლენა ადამიანის ცხოვრებისეულ ხედვებზე
NLP –ს ძირითადი დებულებები.

9. ღუზა – მისი შექმნა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

10. NLP ფასილიტატორი და მისი ემოციური ინტელექტი

11. წარმოსახვის უნარის გამოყენება ნეგატიური აზრების პოზიტიურ აზრებად გარდაქმნაში

12. არეკვლა, ე.წ. რაპორტი და მისი გავლენა ურთიერთობებზე.

13. ემოციური გასუფთავება კონტაქტის დამყარება „შინაგან ბავშვთან“
მიმდინარე პროგრამების განრიგი

7 ივნისი
24 საათი
8 შეხვედრა
390

19 ივნისი
24 საათი
8 შეხვედრა
490