ემოციური ინტელექტი


24 საათი
8 შეხვედრა
490 ლარი
პროგრამის მიზანია:  მსმენელები გაეცნონ ემოციური ინტელექტის, ემოციის მოქმედების მექანიზმისა და მისი მართვის ტექნიკებს.  შეაფასონ  საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების წვდომის უნარი, რომელიც მონაწილეებს დაეხმარებათ თვითანალიზში, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარებაში.

ტრენინგის გავლის შემდეგ: სტუდენტები შეძლებენ გაიუმჯობესონ  ემოციური სიტუაციების მართვის უნარები; შეაფასონ და განავითაროთ  თვით-მართვის,  თვით-მოტივაციისა და ოპტიმიზმის მახასიათებლები; გამოიყენონ ემოციის ფსიქოლოგიის დარგიდან მიღებული ცოდნა საკუთარი და გარშემომყოფთა ქცევების ანალიზში, საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და  სოციალურ გარემოსთან ადაპტაციაში.


ტრენინგი გაიამრთება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

ტრენერი: მაია ხოსიტაშვილი – სერტიფიცირებული ტრენერი (ფსიქოლოგი), ტრენინგისა და განვითარების კონსულტანტი. გავლილი აქვს Case Western Reserve University-ის ემოციური ინტელექტის სპეციალიზებული კურსი. ასევე, ჩართულია ემოციური ინტელექტის სამეცნიერო კვლევებში (სადოქტორო დისერტაცია),  დ.  უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელის სტატუსით.

1.    ემოციების ფსიქოლოგია და ემოციის მოქმედების მექანიზმი;
2.    ემოციის მახასიათებლები და ფუნქციები, ბაზისური ემოციები;
3.    ემოციური ინტელექტის პიროვნული ნიშნის მოდელი
4.    ემოციური კომპეტენტურობის სტრუქტურა
5.    ტვინის ევოლუცია, სამი ტვინის თეორია
6.    თვითრეგულაცია, საკუთარი ემოციების მართვა
7.    თვითშეფასება, საკუთარ თავში დარწმუნებულობა
8.    ემოციური ჰიგიენა - ტოქსიკური აზრების მართვა, ოპტიმიზმი და პოზიტიური აზროვნება
9.    თვით-მოტივაციის ალგორითმი  და სტრესის მართვა;
10.    ბედნიერების სინთეზის ტექნიკები.