ადამიანური რესურსების მართვა
24 საათი
8 შეხვედრა
480





კურსის მიზანია -
მსმენელებს შეექმნათ სრული წარმოდგენა ადამიანური რესურსების მართვის, როგორც ბიზნესისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფუნქციის შესახებ.

კურსის გავლის შემდეგ -  მონაწილეებს ეცოდინებათ, რა არის ადამიანური რესურსების მართვის როლი ორგანიზაციაში და რა იგულისხმება მის ძირითად ფუქნციებში - თანამშრომელთა მოძიება და შერჩევა, ტრენინგი და განვითარება, შეფასება და მოტივაცია.
მსმენელები ასევე შეძლებენ მიიღონ პრაქტიკული რჩევები და დაგეგმონ საკუთარი კარიერული განვითარება HR მიმართულებით.

ტრენერი:


ვახო კორძაია
ადამიანური რესურსებისა და გაყიდვების მეთოდოლოგიის ექსპერტი, 13 წლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსების მართვის, გაყიდვების მენეჯმენტის, ტრენინგების, მენტორინგისა და განვითარების მიმართულებით. 
 
შრომის ფსიქოლოგიის მაგისტრი; დოქტორის ხარისხის მაძიებელი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით; წინა სადოქტორო კვლევის ავტორი თემაზე „მენეჯმენტი და სოციალური კომუნიკაციები“ (პოლონეთი, იაგელონის უნივერსიტეტი);  სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის (ვენის სასაზღვევო ჯგუფი) გაყიდვების დირექტორის მოადგილე;  წარსულში ამავე კომპანიის HR ბიზნეს პარტნიორი და ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელი.
 
ტრენინგები გაიმართება კვირაში ორჯერ  - სამშაბათს და პარასკევს  19:00 საათიდან 22:00 საათამდე


ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
PR აკადემიის კურსდამთავრებული - 10 %
ჯგუფური განაცხადი (2 ან მეტი მსმენელი) - 10%
ოჯახიდან 2 ან მეტი წევრი -  10%

მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით




სასწავლო გეგმა:
•    რა არის ადამიანური რესურსების მართვა?
•    ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაოს აღწერა და ანალიზი
•   ორგანიზაციული კულტურა და ქცევა
•    თანამშრომელთა მოძიება და შერჩევა
•    ტრენინგი და კომპეტენციების მართვა
•    შესრულებული სამუშაოს შეფასება, შეფასების ინსტრუმენტები, მოტივაცია და კარიერული განვითარება
•    შრომის ორგანიზაციული და სამართლებრივი რეგულაციები - შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი და შრომის კოდექსი. ადმინისტრირება
•    ფინალური შეფასება