მარკეტინგი და ბრენდინგი
54 საათი
18 შეხვედრა
1100



კურსის მიზანია:
შეასწავლოს მსმენელებს მარკეტინგის მნიშვნელობა ორგანიზაციის მუშაობასა და წარმატებაში; ორგანიზაციაზე მოქმედი სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორების განსაზღვრა და მათთან კომუნიკაცია; ორგანიზაციაში არსებული სიტუაციის შეფასება, შესაძლო პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის შესაბამისი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება.
აგრეთვე, ბრენდის შექმნის, შენებისა და მართვის საფუძვლები. ბრენდისა და ბრენდინგის არსი და მნიშვნელობა. რატომ უნდა შეიქმნას ბრენდი და რატომ უნდა ზრუნავდნენ მის გრძელვადიან სიცოცხლის უნარიანობაზე. 

კურსის გავლის შემდეგ:
მსმენელები შეძლებენ დაგეგმონ  მარკეტინგული სტრატეგია და დამოუკიდებლად წარმართონ მარკეტინგული საქმიანობა; ეცოდინებათ  როგორ და საიდან იწყება ბრენდზე მუშაობა; რა არის საჭირო ბრენდის შექმნის, დაგეგვმის და მართვისათვის. 
 

ტრენინგები გაიმართება: კვირაში 3-ჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს  19:00 საათიდან 22:00 საათამდე
 
მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით

მოდული №1
ბრენდინგი
• რა არის ბრენდი და ბრენდინგი; ბრენდის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში; სხვაობა პროდუქტებისა და სერვისის ბრენდებს შორის;
• ბრენდისა და ბრენდინგის როგორც ბიზნეს დისციპლინის წარმოშობის ისტორია; ბრენდინგის სტრატეგიული მნიშვნელობა და სარგებელი;
• ფაქტორები რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ბრენდის შექმნისას; ბრენდის შექმნის წინაპირობები;
• ბრენდის იდეის შექმნა და ბიზნეს იდეად გარდაქმნა;
• ბრენდის პლატფრომის შექმნა - ბრენდის მამოძრავებელი, მისია, ხედვა;
• ბრენდის პლატფრომის შექმნა -  ბრენდის ფასეულობები, პოზიციონირება და დაპირება;
• ბრენდის პლატფრომის შექმნა - პერსონიფიკაცია, სახელი და სლოგანი; 
• ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის ძირითადი მონახაზი: მთავარი გზავნილები, მათი ტონი, ფორმა და საკომუნიკაციო არხები.
• ბრენდის პლატფრომის ფინალური პრეზენტაცია. 
 
მოდული №2
მარკეტინგი
• მარკეტინგის როლი და ფუნქციები
• მარკეტინგული გეგმა და მისი ფორმირება
• სიტუაციური ანალიზი -  ანალიტიკის ინსტრუმენტები
• მარკეტინგული კომუნიკაციის მოდელები და არხები
• მომხმარებლის ქცევა
• STP - სეგმენტაცია, შერჩევა, პოზიციონირება
• მარკეტინგული კვლევა