NLP - მეტი შესაძლებლობებისთვის

24 საათი
8 შეხვედრა
490




რატომ დამარცხდა, რატომ არ გამოვიდა, რატომ აღარ აქვს აზრი... ზოგჯერ შესაძლოა გარემო ფაქტორებმა მართლაც შეგვიშალოს ხელი წარმატების მიღწევაში, წინსვლაში, მაგრამ რა არის პრობლემის სათავე? რატომ არ ეძებენ გამოსავალს საკუთარ თავში? პრობლემის სათავე საკუთარ პიროვნებასთან შეუთავსებლობაშია, საკუთარი თავის შეუფასებლობასა და რწმენის დაკარგვაშია.

კურსის მიზანია - შევასწავლოთ მსმენელებს ნეიროლინგვისტური პროგრამირების არსი და მნიშვნელობა ადამიანის პიროვნული ცვლილების, წარმატების მიღწევის ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. დავეხმაროთ მათ, გააცნობიერონ თუ რა მოსწონთ საკუთარ თავში და შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ, ადვილად გაუგონ სხვა ადამიანებს, იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებულები, ჩაანაცვლონ ნეგატიური მდგომარეობა პოზიტიურით, დაამყარონ კავშირი ქვეცნობიერთან.

ტრენერი ზაზა ქოიავა- ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, PR აკადემიის ტრენერი, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, სერტიფიცირებული ტრენერი (TOT) ლიდერობაში, Couching-სა და მენეჯმენტში, საავტორო პროგრამები: მართვის ფსიქოლოგია, ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია, ორგანიზაციული მენეჯმენტი.

ტრენინგები გაიმართება: ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით

ზოგადი ფსიქოლოგია, მიმოხილვა, არსი, როლი.

ეგზისტენციალური ვაკუუმი და კოგნიტიური დისონანსი.

რას მალავს ჩვენი არაცნობიერი?

ძლიერი მხარე, პიროვნული განვითარება

პირადი გამარჯვება, ლიდერის ჩვევები

ადამიანზე მოქმედი გარეგანი და შინაგანი ფაქტორები, ბიჰევიორიზმი, ბოროტების ფსიქლოგია

რა არის NLP და მისი ძირითადი საკომუნიკაციო მოდელი
ტვინი და მისი აგებულება, ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი.

სტრესი, სტრესული ფაქტორის გავლენა ადამიანის ცხოვრებისეულ ხედვებზე
NLP –ს ძირითადი დებულებები.

ღუზა – მისი შექმნა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

NLP ფასილიტატორი და მისი ემოციური ინტელექტი

წარმოსახვის უნარის გამოყენება ნეგატიური აზრების პოზიტიურ აზრებად გარდაქმნაში

არეკვლა, ე.წ. რაპორტი და მისი გავლენა ურთიერთობებზე.

ემოციური გასუფთავება კონტაქტის დამყარება „შინაგან ბავშვთან“