ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა
2 თვე
25 შეხვედრა
860 ლარი
I ნაკადის მიღება - 26.09.18
II ნაკადის მიღება - 05.12.18
III ნაკადის მიღება - 27.02.19
IV ნაკადის მიღება - 13.05.19


კურსის მიზანია: შევასწავლოთ მსმენელებს მართვის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გავაცნოთ მართვის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის მნიშვნელობა. მივცეთ მათ წარმატებული მენეჯერული საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო პროფესიული ცოდნა. შევასწავლოთ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის, თვითპრეზენტაციის, მოლაპარაკების, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და კონფლიქტების მართვის ელემენტები.

კურსის გავლის შემდეგ: მსმენელები შეძლებენ საკუთარი თავის წარმოჩენaს, ინფორმაციის აღქმისა და გადმოცემის უნარების გამომუშავებას, მენეჯერული თვისებების გაღვივებას, თავდაჯერებულობასა და პიროვნულ განვითარებას.

ტრენინგები გაიმართება: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევი 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თი ბი სი ბანკის 0% განვადებით


• ეფექტური კომუნიკაცია - კომუნიკაციის მიზნები და შედეგები - კომუნიკაციის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები - ტესტი - ინფორმაციის ეფექტი.

• საკუთარი თავის ანალიზი - თვითშეფასების ტესტი - როლები, ფუნქციები, მიზნები. - პოზიციონირება, იმიჯი და რეპუტაცია - ანუ როგორ შევქმნათ საკუთარი ბრენდი - 4D მოდელის შექმნა.

• სოციალური ქცევის ანალიზი - ადამიანის ფსიქოტიპები - ხასიათი და მოტივაცია - თამაში: დაუსახლებელი კუნძული - სოციალური ,,მე”-ს ანალიზი.

• ურთიერთობის ფსიქოლოგია - ურთიერთობების 5 ფსიქოლოგიური ფაქტორი - ტრანზაქტული ანალიზი - კოოპერაცია VS კონკურენცია - თამაში: ტუსაღის დილემა.

• წარმატების ფსიქოლოგია - ტესტი - დამოკიდებულებები და შეფასება - უიღბლობის მიზეზები და წარმატება - როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას საკუთარ თავთან - თამაში - რა იქნებოდა რომ არ...

• ემოციების მართვა - როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი? - შიში, ბრაზი, შფოთვა და სხვა ემოციები - ტესტი : თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის შეფასება.

• პოზიტიური აზროვნების შედეგები - როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან? - განწყობის თეორია - თავდაჯერებულობა და თვითმოტივაცია - სავარჯიშო: პოზიტიური აზროვნების ძალა.

• რას მალავს ჩვენი ქვეცნობიერი? - გამოცდილების ზეგავლენა დამოკიდებულებებზე - ფსიქოლოგიური თამაში/ტრანსი: ცხოვრების გზა, მოვლენები და შედეგები.

• სხეულის ენა - სხეულის ენის ფუნქციები და მნიშვნელობა - ზეგავლენის ჟესტები და მათი გამოყენება - სავარჯიშო - თვითპრეზენტაცია.

• როგორ მივაღწიოთ მიზანს - სურვილები და შესაძლებლობები - სამოქმედო გეგმის ეტაპები - წინააღმდეგობები და თვითმოტივაცია.

• „ცოდნის ადამიანი“ - ჰუმანიზმი და ბიჰევიორიზმი, პეტერ დრუკერი- თამაში: ბირთვული სასაკლაო.

• ქვეცნობიერი - გრძნობები და ფიქრები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს − რა არის ქვეცნობიერი და რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში − არის თუ არა ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის ცნობიერი გონების მსახური − ქვეცნობიერი სიგნალების გამოხატულება სხეულით − არაცნობიერი რაპორტი − ტესტი - დაფარული ხასიათის შტრიხები.

• ძლიერი მხარე - რა არის ჩემი ძლიერი მხარე? როგორ ვმუშაობ? რა ღირებულებებს ვეფუძვნები? რა წვლილი და გავლენა მინდა შევიტანო და სად?

• შიშის ფსიქოლოგია − შიშის მრავალსახეობა − შიშის 6 ფორმა − მიზიდულობის კანონი - რისიც გეშინია ის მოხდება − ფობია − როგორ ვებრძოლოთ შიშს და ფობიებს − შიშის ტესტი.

• ედუარდ დე ბონო და მისი ფსიქოლოგიური ქუდები − აზროვნების ტიპები − აზროვნება პრობლემის განხილვის პროცესში − აზროვნებისას 3 ძირითადი სირთულე − ლატერალური აზროვნება, 6 ქუდის მეთოდი − ლატერალური აზროვნება.

• ფილიპ ზიმბარდო „The psychology of evil“ - როგორ ხდებიან ადამიანები მონსტრები ან გმირები − ბიჰევიორიზმი, როგორც ფსიქოლოგიური მიმდინარეობა − რა არის დამნაშავე თუ ვინ არის დამნაშავე? სისტემა თუ ადამიანი? − 7 პროცესი რომელიც ადამიანს ბოროტებისკენ უბიძგებს − სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი.

• ტვინი და მისი აგებულება -ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი - რა შესაძლებლობებს ფლობს ჩვენი ტვინი -ტვინის ნახევარსფეროები, ბალანსი ლოგიკას და აბსტრაქციას შორის -ბალანსი ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს შორის -რა არის კოგნიტიური დისონანსი და როგორ ვებრძოლოთ მას.

• ცვლილებების ფსიქოლოგიური ასპექტები - გარდატეხა, როგორ გავატაროთ ცვლილება როცა ის ასე რთულია - 3 მოულოდნელი ფაქტი ცვლილების შესახებ; გული გონების წინააღმდეგ - მოძებნეთ ნათელი წერტილები, მიუთითეთ საბოლოო დანიშნულების ადგილი, იპოვეთ შეგრძნება, შეცვალეთ გარემო პირობები, ჩამოაყალიბეთ ჩვევები და შეინარჩუნეთ ცვლილების ტემპი.

• მანიპულაცია, ნაწილი 1 − თამაშებ,ი რომელსაც ადამიანები თამაშობენ − ტესტი: ბნელი სარდაფი.

• მანიპულაცია, ნაწილი 2 − როგორ ხდებიან ადამიანები მანიპულატორები − ტესტი: როგორ გხედავენ სხვები.

• მანიპულაცია, ნაწილი 3 − მანიპულატორის აღიარება − მანიპულაციიდან აქტუალიზაციაზე გადასვლის გზები − შიშის ტრანსი

• NLP წარმატების მისაღწევად − რა არის NLP და მისი ძირითადი საკომუნიკაციო მოდელი − ტვინი და მისი აგებულება, ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი. − NLP პროცესი, რისთვის ვიყენებთ მას − ტრანსი მისია

• NLP წარმატების მისაღწევად − სტრესი, სტრესული ფაქტორის გავლენა ადამიანის ცხოვრებისეულ ხედვებზე − NLP –ს ძირითადი დებულებები. − ღუზა – მისი შექმნა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე − ტრანსი - შემოქმედებითობა

• შემაჯამებელი თამაში