საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია
11 დეკემბერი


48 საათი
16 შეხვედრა
900 ლარი
 




კურსი განკუთვნილია -
მათთვის ვისაც, სურს სრულყოფილად შეისწავლოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მართვის ხელოვნება, გაიმყაროს ცოდნა და მიიღოს უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება. ასევე, მათთვის, ვისაც სურვილი აქვს გახდეს კიდევ უფრო თავდაჯერებული და შეიქმნას დასაქმების რეალური პერსპექტივა, მათთვისაც, ვინც დასაქმებულია და სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია და მიაღწიოს კარიერულ წინსვლას. და რაც მთავარია მათთვის, ვინც მზად არის შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

კურსის გავლის შემდეგ - ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის თანამედროვე მეთოდებს, კომუნიკაციის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან ასპექტებსა და ელემენტებს. შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, როლურ თამაშებს, ფსიქოლოგიურ ტესტებს, მეხსიერების გაუმჯობესების, ინფორმაციის აღქმისა და გადმოცემის სავარჯიშოებს, რაც დაეხმარებათ მათ მუდმივად აწარმოონ მიღებული ცოდნის მონიტორინგი, შეიძინონ და გაიღრმავონ საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გახდნენ მოთხოვნადი პროფესიონალები და წარმატებით აწარმოონ ეფექტური საქმიანობა ნებისმიერი მიმართულებით.

ტრენერი:
ნათია გოცაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი, PR აკადემიის დირექტორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში, საავტორო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია , ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.

ტრენინგები გაიმართება - კვირაში 3-ჯერ ორშაბათი,ოთხშაბათი,პარასკევი 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით
შესავალი საზოგადოებასთან ურთიერთობაში: რა არის PR? ისტორია, PR-ის მნიშვნელობა XXI საუკუნეში. უახლესი გამოწვევები ტესტი: 20 მტკიცების ტესტი

საზოგადოებრივი აზრის მართვის სისტემები: საზოგადოებრივი აზრის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი ორგანიზაციასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში, უკუკავშირის მეთოდები, როლური თამაში: მომჩივანი და მოსარჩელე (კონფორმიზმის გამოვლენა)

ეფექტური კომუნიკაციის მართვა: კომუნიკაციის ფსიქოლოგია, კომუნიკაციის ბარიერები, კომპონენტები, ეფექტური კომუნიკაციის მართვა ტესტი/სავარჯიშო: ინფორმაციის გავრცელება, აღქმის არხები

დარწმუნების ხელოვნება ტესტი: თვითფლობის შკალა დარწმუნების კომპონენტები, პირდაპირი და ირიბი ზემოქმედება, ლოგიკური მსჯელობის ასპექტები როლური თამაში: დარწმუნების უნარების გამოყენება. დავალება: საინფორმაციო ტექსტის შედგენა ირიბი ზემოქმედების მეთოდების გამოყენებით

ადამიანის ტიპები ტესტი: საკუთარი ფსიქოტიპის გამოვლენა ტემპერამენტი და პროფესიული არჩევანი, ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, დავალება: დამოკიდებულებების ანალიზი

წარმატების ფსიქოლოგია: თავდაჯერებულობა და თვითრეალიზაცია პრაქტიკული სამუშაო: როლები, მიზნები , თვითშეფასება ტესტი: თვითკონტროლის სტატუსი

PR და საკომუნიკაციო სისტემები: საზოგადოებასთან ურთიერთობა და მსგავსი საკომუნიკაციო სისტემები: რეკლამა, მარკეტინგი, პროპაგანდა და სხვ.საზოგადოებასთან ურთიერთობის ტერმინები. როლური თამაში: პოზიციონირება და თვითპრეზენტაციის ფორმები

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: PR სამსახურის მიზნები და ფუნქციები, PR მენეჯერის თვისებები და მოვალეობები ფსიქოლოგიური ტესტი: სოციალური ემპათია

კრიზისის მართვა: კრიზისის გააზრება, რეაგირება, შეფასება, ანტიკრიზისული და პოსტკრიზისული გეგმა ფსიქოლოგიური ტესტი: სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება პრაქტიკული სამუშაო: ანტიკრიზისული კამპანიის დაგეგმვა

შიდა კორპორაციული კომუნიკაცია: კორპორაციული კომუნიკაციის მართვა, საკომუნიკაციო არხები და ინსტრუმენტები, კორპორაციული კულტურა, გუნდის შეკვრა პრაქტიკული სამუშაო: შიდა საკომუნიკაციო აქტივობა როლური თამაში: გუნდი 1 ადამიანი.

მედიასთან ურთიერთობა: მედიის სახეები, შერჩევის პრინციპები, მედია კომუნიკაციის ინსტრუმენტები, მედია გეგმა პრაქტიკული სამუშაო: პრესრელიზი და მედია გეგმა

რეპუტაციული მენეჯმენტი: ფაბლისიტი, იმიჯი, რეპუტაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, სპონსორობა, ქველმოქმედება იმიჯის ფორმირების ინსტრუმენტები პრაქტიკული სამუშაო: იმიჯის ტიპოლოგია, საიმიჯო აქტივობის დაგეგმვა

PR კამპანიის დაგეგმვა: დაგეგმვის მნიშვნელობა და ტიპები, გეგმის კომპონენტები, დაგეგმვის 12 საფეხური

ივენთ მენეჯმენტი: ივენთის ორგანიზების ეტაპები, კონცეფცია, სცენარი, დიზაინი, სამუშაო გეგმის შედგენა. სამუშაო/ტესტი: კრეატიული ხედვის უნარები

შესწავლილი მასალის შემოწმება პრაქტიკული დავალებები

არავერბალური კომუნიკაცია სხეულის ენა და მისი მახასიათებლები; ჟესტების გამოყენება მოლაპარაკების წარმოებისას

პროექტების დაცვა

10.08.2017