ივენთ მენეჯმენტი და კრეატიული აზროვნება
19 დეკემბერი


60 საათი
20 შეხვედრა
895




კურსის მიზანია- მსმენელებმა შეიძინონ და გაიღრმავონ ივენთ მენეჯერებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები; თანმიმდევრულად და სწორად გაიარონ ყველა ის ეტაპი, რაც წარმატებული ივენთისთვის არის აუცილებელი; ეფექტურად დაგეგმონ,  მართონ კონკრეტული ივენთი და  ასევე შეძლოს კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალის მოძებნა;  ასევე შეისწავლონ კრეატიული იდეების შემუშავების მეთოდები.

ტრენერები:
თამარ (ტაპი) ზაქარიაძე - ივენთ მენეჯმენტი- ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი. 10 წლიანი გამოცდილება ივენთ მარკეტინგში. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ივენთების კომპანიის Bluebird -ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 2005 წლიდან -2016 წლამდე თიბისი ბანკის - ივენთ და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.

ალექსანდრე გაბუნია - კრეტიული აზროვნება- თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი; დუკის უნივერსიტეტის სერტიფიკატის მფლობელი - "ვიზუალური აღქმა და გონება"; "მუნდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის" – (აშშ, კოლორადო) გრანპრის მფლობელი; "ნიუ იორკის კინო აკადემიის" სარეჟისორი ფაკულტეტის კურსდამთავრებული; სტუდია "Cinemani Films"-ის დამფუძნებელი.

ტრენინგი გაიმართება- ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით


მოდული#1:
•    ივენთის ისტორია- ძველი დროიდან დღემდე
•    ივენთი- კომუნიკაციის ეფექტური საშუალება
•    ივენთის სახეობები და მათი დანიშნულება
•    ივენთის წარმატების განმსაზღვრელი 10 ძირითადი ფაქტორი
•    ივენთის მიზნის და მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრა
•    ივენთის კონცეფციის შექმნის ტექნიკა და „ბრეინშტორმინგის“ მეთოდები
•    ივენთისთვის საჭირო ინფორმაციის მოკვლევის აუცილებლობა და მეთოდები
•    დრამატურგია და ივენთის სცენარის დაწერის მეთოდები
•    ივენთის ბიუჯეტირება
•    „თაიმლაინის“ მომზადება
•    „ქეითერინგის“ სახეობები
•    დამკვეთისათვის ივენთის პროექტის წარდგენა
•    სტუმრების სიის ფორმირება და დაპატიჟების მეთოდოლოგია
•    აუდიო, ვიდეო  და პოლიგრაფული მასალის შექმნა -ივენთის ერთიანი დიზაინის შექმნა
•    ლოკაციის არჩევა
•    ივენთისთვის საჭირო ტექნიკის და ინვენტარის არჩევა
•    უსაფრთხოების სტანდარტები
•    ივენთის მართვა
•    კრიზისული ვითარების მართვა
•    ეთიკური ნორმების დაცვა
•    ჩატარებული ივენთის შეფასების მეთოდები და ანალიზი

მოდული #2:
•    რა არის კრეატივი და როდის შეიქმნა
•    კრეატივი ძველ რომსა და საბერძნეთში
•    როგორ იქმნებოდა კრეატიული სფიჩი და რეკლამირება ამ პერიოდში
•    როგორ იწყება მუშაობა კრეატიული იდეის შესაქმნელად
•    კრეატიული იდეის ფორმები
•    კრეატივის ფსიქოლოგია
•    თანამედროვე ვიზუალური კრეატივი
•    ე.წ. სურათ-ხატების ზეგავლენა და შექმნის მეთოდიკა
•    სლოგანი
•    გარემოს აღქმა
•    ფერების მნიშვნელობა კრეატიულ გამოსახულებაში
•    სარეკლამო კაპმანიის / ივენთის ვიზუალური დაგეგმვა
•    ვიზუალური აღქმის ხელოვნება
•    როგორ იქმნება ვიზუალური პროდუქტი
•    რა მნიშვნელობა აქვს ვიზუალს
•    ამბის მიხედვით ვიზუალის შექმნა.
•    ვიზუალით ამბის თხრობა.

ფინალური პროექტის პრეზენტაცია
01.05.2018