ადამიანური რესურსების მართვა
11 დეკემბერი
24 საათი
8 შეხვედრა
440





კურსის მიზანია -
მსმენელები გაეცნონ, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდებსა და პრინციპებს, მკაფიოდ გაიგონ განსხვავება კადრების მართვასა და ადამიანური რესურსების მართვას შორის, შეისწავლონ კონფლიქტების მართვის მეთოდები.

კურსის გავლის შემდეგ - მსმენელებს ეცოდინებათ პერსონალის შერჩევის ძირითადი პროცედურები, დაწინაურებისა და მოტივაციის შეფასების მეთოდების ასპექტები.
ტრენერი:
ანი გოცირიძე - ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი, ლონდონის კომერციული სკოლის მაგისტრი, საერთაშორისო კონსალტინგური ორგანიზაცია - „KPMG“ - ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წარსულში სადაზღვეო კომპანია „ალდაგი BCI-ს“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის და იუსტიციის სახლის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი”-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

ტრენინგები გაიმართება კვირაში ორჯერ  - სამშაბათს და ხუთშაბათს  19:00 საათიდან 22:00 საათამდე

მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით



სასწავლო გეგმა:
•    ადამიანური რესურსების მიზანი და ფუნქცია (ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა და ფუნქციები)
•    შინაგანაწესი და ადმინისტრირება - საკადრო საბუთების ადმინისტრირება (ბრძანება, განცხადება, ხელშეკრულება, პირადი საქმის წარმოება...)
•    სტრუქტურა, სამუშაოს აღწერილობა/გადანაწილება (სამუშაო სტრუქტურის ტიპები და მათი ფორმირება, თანამდებობრივი ინსტრუქციები - JD)
•    ორგანიზაციული კულტურა
•    ორგანიზაციული კონფლიქტი
•    თანამშრომლების შერჩევა/აყვანა/დაწინაურება
•    შრომის კოდექსი
•    თანამშრომლების შეფასება, შეფასების მეთოდები
•    მოტივაციის სისტემა
•    კომპენსაცია
•    ტრენინგი და განვითარება
•    ტესტირება და პორექტის პრეზენტაცია
09.08.2017