საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია
4 დეკემბერი

150 საათი
50 შეხვედრა
2400



კურსის მიზანია
- მსმენელებმა შეისწავლონ რა არის PR და როგორია მისი როლი დღევანდელ რეალობაში; PR სამსახურის ფუნქციები, მიზნები და ამოცანები; როგორ და რა მექანიზმებით ხდება საზოგადოებრივი აზრის მართვა; რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავს კომუნიკაციის პროცესი და როგორ გადავლახოთ მისი ბარიერები.

კურსის შემდეგ - მსმენელები დამოუკიდებლად შეძლებენ PR კამპანიის დაგეგმვას, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, სოციალური პასუხისმგებლობის პროცესების სწორად წარმართვას; აგრეთვე, ღონისძიების კონცეფციის დაგეგმვასა და განხორციელებას.

ტრენერები:  ნათია გოცაძე, ოთო ქირია, ლიკა მოშიაშვილი, მაკო ჯაოშვილი, გიორგი კალატოზიშვილი,  მარიკა დარჩია, თაკო როდონაი, ალექსანდრე გაბუნია, თამარ (ტაპი) ზაქარიაძე


ტრენინგები გაიმართება - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე


მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით


 


მოდული#1: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები - 5 შეხვედრა, 15 საათი

• როგორ შევადგინოთ მარკეტინგული გეგმა?
• როგორ ვმართოთ მომხმარებლის ქცევა და როგორ გავაკეთოთ სიტუაციური ანალიზი?
• რა არის ბრენდი და რა ინსტრუმენტებს ვიყენებთ ბრენდინგში?
• რომელია ყველაზე წარმატებული მოდელი პოზიციონირებაში?

ტრენერი - ოთარ ქირია

მოდული#2: სოც.მედია & story telling - 4 შეხვედრა, 12 საათი
• რა არის ახალი მედია?
• როგორ შევიქმნათ ონლაინ რეპუტაცია და როგორ გავხადოთ ჩვენი კომპანია თუ პროდუქტი პოპულარული ინტერნეტ სივრცეში?
• როგორ ხდება სოციალური ქსელების მართვა და რა ხერხებით ხდება აუდიტორიასთან კომუნიკაცია?

ტრენერი - ლიკა მოშიაშვილი

მოდული#3: კომუნიკაციის ფსიქოლოგია - 6 შეხვედრა, 18 საათი
• რას ნიშნავს კომუნიკაცია და როგორ გადავლახოთ მისი ბარიერები?
• რატომ არ გვესმის ერთმანეთის და როგორ დავარწმუნოთ ადამიანები?
• რა გვიშლის ხელს ურთიერთობაში და როგორ ამოვიცნოთ მოსაუბრის განწყობა სხეულის ენის მიხედვით?

ტრენერი - ნათია გოცაძე

მოდული#4: საჯარო გამოსვლის ხელოვნება და მოლაპარაკების ხელოვნება - 3 შეხვედრა, 9 საათი
• რატომ გვეშინია პუბლიკის წინაშე წარდგენის და რა მეთოდებით ხდება აუდიტორიაზე ზემოქმედება?
• რა არის საჭირო წარმატებული პრეზენტაციისთვის და როგორ ვაწარმოოთ საქმიანი მიმოწერა თუ მოლაპარაკება ?
• როგორ ვმართოთ ემოციები დებატების დროს?
ტრენერი - მაკო ჯაოშვილი

მოდული#5: ანტიკრიზისული PR - 4 შეხვედრა, 12 საათი
• რას ნიშნავს კრიზისი და როგორია მისი მართვის პორცესი?
• როგორ ხდება კრიზისის პროგნოზირება და რა ხერხებით არის შესაძლებელი მისი თავიდან არიდება?
• რამდენად მნიშვნელოვანია კრიზისის პროცესში მედიასთან კომუნიკაცია და როგორ უნდა წარიმართოს საკომუნიკაციო პროცესები?

ტრენერი - გიორგი კალატოზიშვილი

მოდული#6: პოლიტიკური PR - 2 შეხვედრა, 6 საათი
• როგორ ხდება პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის იმიჯის შექმნა?
• როგორ იგეგმება საკომუნიკაციო სტრატეგია საარჩევნო პროცესში და მის შემდეგ?
• რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო პირისთვის სწორად წარმართოს დიალოგი მოსახლეობასთან?

ტრენერი - მარიკა დარჩია

მოდული#7:
იმიჯი და რეპუტაცია - 4 შეხვედრა, 12 საათი
• რა განხვავებაა იმიჯსა და რეპუტაციას შორის?
• როგორ იმრთება რეპუტაციული მენეჯმენტი და რა ინსტრმენტების გამოყენება ხდება ამ პორცესის ჩამოყალიბებაში?
• როგორ ხდება იმიჯზე მუშაობა და როგორ ხდება მისი ჩამოყალიბება?

ტრენერი - გიორგი კალატოზიშვილი

მოდული#8: CSR - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – 3 შეხვადრა, 9 საათი
• რა არის კოპრორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა როლი უჭირავს მას რეპუტაციის მართვის პროცესში?
• როგორ დავგეგმოთ CSR აქტივობა და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მიმართულების გაძლიერება ორგანიზაციის, პიროვნების თუ სახელმწიფოს წარმატებული საქმიანობისთვის?

ტრენერი - თაკო როდონაია

მოდული#9: კრეატიული აზროვნება - 4 შეხვედრა, 12 საათი
• როგორ იქმნება ვიზუალური პროდუქტი და რა არის ვიზუალის ფსიქოლოგია ?
• რა ზეგავლენას ახდენენ ფერები მომხმარებელზე და როგორ ხდება ამბის მიხედვით ვიზუალის შექმნა?
• როგორ იქმნება კრეატიული იდეა და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე კრეატივი?
• რა გამოწვევები აქვს 21 საუკეუნეს და რას ნიშნავს ე.წ. +18 ანუ ვირუსული კრეატივი?

ტრენერი - ალქსანდრე გაბუნია

მოდული#10: ივენთ მენეჯმენტი - 5 შეხვედრა, 15 საათი
• რა არის ივენთი, როდის ვიყენებთ მას, როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტს და რა არის მისი ძირითადი უპირატესობები?
• როგორ იქმნება კონცეფცია, სცენარი და ივნთის გეგმა?
• რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთის ორგანიზებითვის და რა განაპირობებს ივენთის წარმატებას?

ტრენერი - თამარ (ტაპი) ზაქარიაძე

მოდული#11: შესავალი საზოგადოებასთან ურთიერთობაში - 3 შეხვედრა, 9 საათი
• რა არის PR და რით განსხვავდება იგი სხვა საკომუნკაციო სფეროებისაგან?
• რას ნიშნავს საზოგადოებრივი აზრის მართვა და რატომ ითვლება PR ამ პროცესში ყველაზე ძლიერ იარაღად?

ტრენერი - ნათია გოცაძე

მოდული#12:
PR - ის მართვის ინსტრუმენტები - 5 ლექცია, 15 საათი
• რა ფუნქციას ასრულებს PR სამსახური და როგორ ხდება მისი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა?
• რა ინსტუმენტებს ვიყენებთ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში? რას ნიშნავს იმიჯის მართვა და როგორ იქმნება რეპუტაცია?

ტრენერი - ნათია გოცაძე

მოდული#13: PR კამპანიის დაგეგმვა - 2 შეხვედრა, 6 საათი
• როგორ უნდა დავგეგმოთ PR კამპანია?
• რატომ და როდის არის საჭირო კვლევის ჩატარება?
• როგორ განვსაზღვროთ სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანები?
• რა საფეხურებს გავდივართ PR კამპანიის დაგეგმვისას და როგორ ხდება საკომუნიკაციო პროცესის შეფასება?


ტრენერი - ნათია გოცაძე

ფინალური პროექტის დაცვა
14.06.2017