ივენთ მენეჯმენტი და კრეატიული აზროვნება
4 ივნისი
60 საათი
20 შეხვედრა
590


კურსის მიზანია: მსმენელებმა შეიძინონ და გაიღრმავონ ივენთ მენეჯერებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები; თანმიმდევრულად და სწორად გაიარონ ყველა ის ეტაპი, რაც წარმატებული ივენთისთვის არის აუცილებლი; ეფექტურად დაგეგმონ,  მართონ კონკრეტული ივენთი და  ასევე შეძლოს კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალის მოძებნა;  ასევე შეისწავლონ კრეატიული იდეების შემუშავების მეთოდები.


ტრენერები:
თამარ (ტაპი) ზაქარიაძე - ივენთ მენეჯმენტი  ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი. 10 წლიანი გამოცდილება ივენთ მარკეტინგში. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ივენთების კომპანიის Bluebird -ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 2005 წლიდან -2016 წლამდე თიბისი ბანკის - ივენთ და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.

ალექსანდრე გაბუნია - კრეტიული აზროვნება თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი, დუკის უნივერსიტეტის სერტიფიკატის მფლობელი - "ვიზუალური აღქმა და გონება". "მუნდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის" – (აშშ, კოლორადო) გრანპრის მფლობელი. "ნიუ იორკის კინო აკადემიის" სარეჟისორი ფაკულტეტის კურსდამთავრებული. სტუდია "Cinemani Filmsს"-ის დამფუძნებელი.
ტრენინგი გაიმართება: კვირაში 3-ჯერ 19:00 საათიდან 22:00 საათამდე



მოდული#1
•    ივენთის ისტორია -ძველი დროიდან დღემდე
•    ივენთი - კომუნიკაციის ეფექტური საშუალება
•    ივენთის სახეობები და მათი დანიშნულება
•    ივენთის წარმატების განმსაზღვრელი 10 ძირითადი ფაქტორი
•    ივენთის მიზნის და მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრა
•    ივენთის კონცეფციის შექმნის ტექნიკა და „ბრეინშტორმინგის“ მეთოდები
•    ივენთისთვის საჭირო ინფორმაციის მოკვლევის აუცილებლობა და მეთოდები
•    დრამატურგია და ივენთის სცენარის დაწერის მეთოდები
•    ივენთის ბიუჯეტირება
•    „თაიმ ლაინის“ მომზადება
•    „ქეთერინგის“ სახეობები
•    დამკვეთისათვის ივენთის პროექტის წადგენა
•    სტუმრების სიის ფორმირება და დაპატიჟების მეთოდოლოგია
•    აუდიო, ვიდეო  და ბეჭდვური მასალის შექმნა -ივენთის ერთიანი დიზაინის შექმნა
•    ლოკაციის არჩევა
•    ივენთისთვის საჭირო ტექნიკის და ინვენტარის არჩევა
•    უსაფრთხოების სტანდარტები
•    ივენთის მართვა
•    კრიზისული ვითარების მართვა
•    ეთიკური ნორმების დაცვა
•    ჩატარებული ივენთის შეფასების მიეთოდები და ანალიზი

მოდული #2

•    რა არის კრეატივი და როდის შეიქმნა
•    კრეატივი ძველ რომსა და საბერძნეთში
•    როგორ იქმნებოდა კრეატიული სფიჩი და რეკლამირება ამ პერიოდში
•    როგორ იწყება მუშაობა კრეატიული იდეის შესაქმნელად
•    კრეატიული იდეის ფორმები
•    კრეატივის ფსიქოლოგია
•    თანამედროვე ვიზუალური კრეატივი
•    ე.წ. სურათ-ხატების ზეგავლენა და შექმნის მეთოდიკა
•    სლოგანი
•    გარემოს აღქმა
•    ფერების მნიშვნელობა კრეატიულ გამოსახულებაში
•    სარეკლამო კაპმანიის / ივენთის ვიზუალური დაგეგმვა
•    ვიზუალური აღქმის ხელოვნება
•    როგორ იქმნება ვიზუალური პროდუქტი
•    რა მნიშვნელობა აქვს ვიზუალს
•    ამბის მიხედვით ვიზუალის შექმნა.
•    ვიზუალით ამბის თხრობა.
მიმდინარე პროგრამების განრიგი

7 ივნისი
24 საათი
8 შეხვედრა
390

19 ივნისი
24 საათი
8 შეხვედრა
490