თანამედროვე მენეჯმენტი მენეჯერებისთვის

4 თვე
50 შეხვედრა
1990

კურსი განკუთვნილია - თვითგანვითარებასა და თვითრელიზაციაზე ორიენტირებული ადმიანებისათვის, რომლებსაც აქვთ მენეჯერული გამოცდილება, სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიაღწიონ კარიერულ წინსვლას.

კურსის მიზანია - შევასწავლოთ მსმენელებს თანამედროვე მენეჯმენტის საფუძვლები, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროცესების მართვის საერთაშორისო სტანდარტები, ინოვაციური პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების მეთოდები, ინტერპერსონალური კომუნიკაციიის, გუნდის შეკვრისა და მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები.

კურსის შედეგად - მსმენელები შეძლებენ მენეჯერული უნარების განვითარებას და ორგანიზაციული პროცესების ეფექტიან მართვას თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდების გამოყენებით.
ტრეერები: ზაზა ქოიავა, ოთო ქირია, გიორგი ყანჩაელი, გია ჭანტურია, ალექსანდრე გაბუნია, ანდრო დგებუაძე, ნათია გოცაძე, ირაკლი ხვთისიაშვილი
ტრენინგები გაიმართება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

მონაწილეების შერჩევა მოხდება მსმენელის სამუშაო გამოცდილების მიხედვით
მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით

მოდული №1: თანამედროვე მენეჯმენტის საფუძვლები - 5 შეხვედრა,  15 საათი
•    შესავალი მენეჯერულ აზროვნებაში, მენეჯმენტის არსი
•    მენეჯმენტის კლასიკური სკოლები, კლასიკური მენეჯმენტი
•    ფსიქოლოგიის შემოჭრა მართვაში
•    ჩატარებული კვლევები და ესქპერიმენტები, რომლებმაც მენეჯმენტის ევოლუციაში საკვანძო როლი ითამაშეს
•    მენეჯმენტის ევოლუცია, შედეგებზე ორტიენტირებიდან პროცესებზე ორიენტირებისაკენ
ტრენერი ზაზა ქოიავა

მოდული №2: რეპუტაციული მენეჯმენტი - 5 შეხვედრა, 15 საათი
•    ორგანიზაციის რეპუტაციული კულტურა
•    სტიმული და მოტივაცია
•    მომხმარებლის ქცევა და მათი დამოკიდებულება
•    აღქმა
•    კომუნიკაციის მოდელები
•    გადწყვეტილების მიღება
ტრენერი - ოთარ ქირია

მოდული №3: ბიზნეს გეგმა  - 4 შეხვედრა, 12 საათი
•    ბიზნეს იდეის შემუშავება
•    მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბება
•    ბაზრის ანალიზი
•    ბიზნეს გეგმის შედგენა

ტრენერი -  გიორგი ყანჩაველი

მოდული №4: ფინანსები და ბიუჯეტირება - 3 შეხვედრა, 9 საათი
•    ფინანსური დაგეგმვა და პროგნოზირება. გარე დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა.
•    საინვესტიციო პროექტების ფულის ნაკადის შეფასება და რისკების ანალიზი.
•    დაფინანსების ფორმები და მათი ღირებულების შეფასება:
ტრენერი  - გია ჭანტურია

მოდული №5: ორგანიზაციული ფსიქოლოგია - 3 შეხვედრა, 9 საათი  

•    რა არის გუნდი, როგორ იქმნება და რა როლი აქვს მენეჯმენტს მის შექმნას თუ რღვევაში
•    გუნდის განსაზღვრება, კლასიფიკაცია
•    განსხვავება გუნდებსა და ჯგუფებს შორის
•    გუნდი და ხარისხის მართვა
•    პიროვნება ორგანიზაციაში, ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები
•    ფასეულობათა ტიპები, ფასეულობები, რომელიც გავლენას ახდენს ქცევაზე
•    სამუშაო კმაყოფილების გაზომვა, სამუშაო კმაყოფილებისა და უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზები
ტრენერი - ზაზა ქოიავა

მოდული №6: თვითმენეჯმენტი - 3 შეხვედრა, 9 საათი
•    როგორ ვმართოთ საკუთარი თავი
•    საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა, შესაძლებლობებისა და პოტენციალის მართვა/განვითარება
•    პიროვნული ამბიციების და შესაძლებლობების ბალანსი
•    სინდისი და ეგო

ტრენერი - ზაზა ქოიავა


მოდული №7: კრეატივი მენეჯმენტში - 3 შეხვედრა, 12 საათი
•    რა არის კრეატივი
•    კრეატივი ძველ რომსა და საბერძნეთში
•    კრეატიული იდეის ფორმირება
•    მენეჯმენტი და კრეატივი

ტრენერი - ალექსანდრე გაბუნია

მოდული №8: ინოვაციური პოტენციალის ფორმირება - 2 შეხვედრა, 6 საათი
•    ინოვაციურობა, კრეატიულობა, მართვა
•    დასავლური მენეჯმენტი და ინოვაციურობა (IDEO)
ტრენერი - ანდრო დგებუაძე

მოდული №9: ინტერპერსონალური კომუნიკაცია - 11 შეხვედრა, 33 საათი
•    პირველი ინტერაქცია
•    ინტერპერსონალური კომუნიკაცია
•    სოციალრი ქცევის ანალიზი
•    ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები
•    გუნდი და ორგანიზაციული ურთიერთობები
•    ორგანიზაციული კულტურა
•    ორგანიზაციული ცვლილებები და სტრესის მენეჯმენტი
•    კონფლიქტის მენეჯმენტი
•    ემოციური ინტელექტი
•    მიზნის მიღწევის ტექნიკები

ტრენერი - ნათია გოცაძე


მოდული №10: ანტიკრიზისული მენეჯმენტი - 6  შეხვედრა, 12 საათი
•    კრიზისი, კრიზისის ცნება და მისი ფუნქციები
•    კრიზისის დინამიკა
•    კრიზისის პროგნოზირების მეთოდიკა
•    ზოგადი  მექანიზმები კრიზისიდან  გამოსასვლელად
•    3 ეფექტური  ხერხი/ცვლილება კრიზისის დროს

ტრენერი - ზაზა ქოიავა


მოდული №11: სტრატეგიული მენეჯმენტი - 5 შეხვედრა, 15 საათი
•    ორგანიზაციის მისია და ხედვა
•    კომპანიის სტრატეგიული პროფილი
•    კონკურენტუნარიანი სტრატეგიის შემუშავება
•    პოზიციონირება
•    კომპანიის სამომავლო სტრეტეგიული გეგმის დასახვა

ტრენერი - ირაკლი ხვთისიაშვილი

ფინალური პროექტის პრეზენტაცია