გოგა თირქია
40 წუთი ტელეფონზე ვსაუბრობდით, როგორ უნდა მივსულიყავი მათთან, მეუხერხულებოდა, ტელეფონით ამიხსნა მარცხნივ შეუხვიე ის სასტუმრო დაგხვდებაო, გაცდები და მერე მარჯვნივ ვართო.
მივედი, ტელეფონი გავთიშე.
დიდი თეთრი კარები მხვდება, მარცხნივ ზარია, ვაჭერ თითს და წკაპ - საკეტი გაიღო, კარი ღიაა, შემიძლია შევიდე.
არ ვიცი რა დამხვდება, უაზროდ დახარჯული დრო თუ სიახლეები? კარგია თუ ცუდია? და კარის შესაღებად გამბედაობას ვიკრებ.
კარი გავაღე.
ჩემი მზერა წამებში მოედო ყველა დეტალს, კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი სივრცე, სადაც თანამედროვეობის მრავალი ელემენტია შეტანილი. სიმყუდროვეში აღმოვჩნდი,
უკეთეს ადგილზე ვარ, ვიდრე ველოდი. მივხვდი რომ შესვლა სწორი იყო.
მზერით ვისრუტავ გარემოს და უცებ ადამიანის ხმა მესმის, გამარჯობა, მესალმება, მომიკითხა და პლიუს მეუბნება სანამ ლექცია დაიწყება სამზარეულოში შეგიძლიათ დაბრძანდეთ ყავა და ტკბილეული მიირთვათო. შევდივარ სამზარეულოში და მივხვდი რომ აქ დროს ვერ დავკარგავდი.
მე ვიყავი PR აკადემია-ში. ამ დღიდან ძალიან საინტერესო დღეები გავატარე აქ, "ეს იყო მეტი ვიდრე განათლება".
ნათია გოცაძის მოსმენა ერთი სიამოვნებაა. გაფიქრებს იმ თემებზე, რომელზეც არ გიფიქრია, გაჩვენებს საკუთარ შესაძლებლობებს. ეს არის უბრალოდ საუკეთესო მოგზაურობა საკუთარ შესაძლებლობებში. შენ ხვდები საკუთარი თავის კოლუმბი.
ჯგუფი იყო სასწაული. აი სასიამოვნო, საინტერესო, განსხვავებული და შემდგარი ადამიანებისგან დაკომპლექტებული.
მეგობრებო, გუშინ მე PR-აკადემიელი გავხდი და ვამაყობ. საბედნიეროდ, თვადაპირველი მოლოდინები გამიცრუვდა, იმაზე მილიონჯერ უკეთეს ადგილზე მოვხვდი, ვიდრე ვფიქრობდი.
ეს პერიოდი იყო მეტი ვიდრე რუტინა, ამ ადგილზე ბედნიერება იშოვება.
PR აკადემიელობას გისურვებთ.
ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა