ლიზი მჭედლიშვილი, 20 წლის, სტუდენტი
PR აკადემიის „მართვის ფსიქოლოგიის“ პროგრამის მსმენელი

რა იყო PR აკადემიამდე? PR აკადემიამდე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ თავს არ ვიცნობდი, არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ სურვილებში და არ ვიცოდი ზუსტად რისი კეთება მინდოდა. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი იყო ის, რომ მჭირდებოდა ცვლილებები და პასუხები შეკთხვებზე ჩემი და ჩემი ცხოვრების გარშემო.

რა შეიცვალა PR აკადემიის შემდეგ?
PR აკადემიაში მოსვლის შემდეგ ჩემ ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა. გავიცანი საოცარი ადამიანები, გავხდი უფრო თავდაჯერებული, კომუნიკაბელური. საკუთარი თავი ახლიდან აღმოვაჩინე და რაც მთავარია, მივხვდი, თუ როგორ შევიცვალო უკეთესობისკენ.

რა მომცა PR აკადემიამ? PR აკადემიამ საკუთარი თავის რწმენა, ცოდნა და ახალი მეგობრები მომცა.

რატომ ვურჩევ სხვებს PR აკადემიას? პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ არის პროფესიონალების გუნდი, საოცრად მეგობრული გარემო, საინტერესო პროგრამა. როდესაც საქმე სწავლას ეხება, უნდა ვაღიარო, რომ სიზარმაცე მძლევს ხოლმე, თუმცა PR აკადემიაში მივხვდი, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სწავლა მსიამოვნებდა.

სამომავლო გეგმები?
მინდა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი სიღრმისეულად შევისწავლო და ამ საქმის პროფესიონალი გავხდე.