სოფო ხიდეშელი, 26 წლის, სოციოლოგი.
PR აკადემიის „საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის“ პროგრამის მონაწილე

რა იყო PR აკადემიამდე? PR აკადემიაში მოსვლამდე, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობდი, თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არ იყო. შემდეგ, ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე PR აკადემიის შესახებ და მათი რეკომენდაციით ჯერ ერთი პატარა კურსი გავიარე, რის შემდეგაც ვეღარ მოვწყდი აქაურობას.

რა შეიცვალა PR აკადემიის შემდეგ? PR აკადემიაში მოსვლის შემდეგ ჩემი გეგმები თავდაყირა დადგა. გამიჩნდა სხვა ინტერესები, დავსახე ახალი გეგმები და უფრო მეტი მოტივაცია გამიჩნდა მათ განსახორციელებლად.

რა მომცა PR აკადემიამ?
PR აკადემიამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა. მივიღე ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მომავლის დადგეგმვაში დამეხმარება. გავიცანი საინტერესო ადამიანები, რომლებმაც დიდი სტიმული მომცეს. და, რაც მთვარია, გავიცანი საოცრად კეთილი და ჭკვიანი ადამიანი - ნათია გოცაძე.

რატომ ვურჩევ სხვებს PR აკადემიას? საოცრად თბილი და ოჯახური გარემო, სწავლების ინოვაციური მეთოდები, ეს არის PR აკადემია. აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია.

სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე ძიების პროცესში ვარ და ვგეგმავ დიდ ცვლილებებს. საკუთარ თავს სულ ვეუბნები, რომ „ცვლილებების შიში არის დამღუპველი“, ამიტომ - წინ ცვლილებებისკენ!
ბეჭდვა