სოფო ლობჟანიძე, 26 წლის.
PR აკადემიის „მარკეტინგისა და ბრენდინგის“ პროგრამის მონაწილე. მუშაობს ფინანსურ სექტორში.

რა იყო PR აკადემიამდე? PR აკადემიაში კურსის გავლამდე არ მქონდა არც თეორიული და არც პრაქტიკული კუთხით შეხება მარკეტინგის და ბრენდინგის სფეროსთან. მინდოდა მიმეღო ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით.

რა შეიცვალა PR აკადემიის შემდეგ? აღმოვაჩინე მარტივი გზები თუ როგორ გადავჭრა პრობლემები, PR აკადემიამ ახალი ხედვა გამიხსნა ზოგადად მარკეტინგის, ბრენდინგის, კომუნიკაციისა, კრეატიულობის მხრივ.

რა მომცა PR აკადემიამ? განმიმტკიცა თავდაჯერებულობა, რადგან ზუსტად ვიცი რას და როგორ ვაკეთებ და ამისთვის მაქვს შესაბამისი უნარები. გავიცანი საინტერესო ადამიანები.

რატომ ვურჩევ სხვებს PR აკადემიას? ჩემს ყველა ნაცნობს, ვისთანაც მაქვს პირადი და/ან პროფესიული ურთიერთობა, ვურჩევ აქ სწავლას. თბილ, კომფორტულ, მრავალფეროვან გარემოში, - საინტერესო ტრენინგები, მასტერკლასები, პროექტები და შეხვედრები გელით წინ!

სამომავლო გეგმები... კურსის დასრულების შემდეგ ვაპირებ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. PR აკადემიაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

სიახლის ძიება ყოველთვის გამართლებულია, მთავარია საკუთარი თავის რწმენა.