სალომე სტურუა, 26 წლის. სამედიცინო ესთეტიკის ცენტრ „Belnatur”-ის მენეჯერი
PR აკადემიის „მარკეტინგისა და ბრენდინგის“ პროგრამის მონაწილე.

რა იყო PR აკადემიამდე?
ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა ახალი გამოცდილებების და ცოდნის მიღება. Pr აკადემია თავად აღმოვაჩინე, ხშირად ვენდობი საკუთარ ინტუიციას და არც ამ შემთხევვაში მიმტყუნა.

რა შეიცვალა PR აკადემიის შემდეგ? PR აკადემიის საოცრად თბილმა, ოჯახურმა გარემომ და პროფესიონალმა ტრენერმა მეტად შემაყვარა მარკეტინგი, როგორც მეცნიერება.

რა მომცა PR აკადემიამ? PR აკადემიამ თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა და ცოდნა შემმატა. ურთიერთობა მქონდა რეალიზებულ საზოგადოებასთან, სადაც შევიძინე კარგი მეგობრები.

რატომ ვურჩევ სხვებს PR აკადემიას? იმისთვის რომ განიცადონ ის ბედნიერი, საინტერესო საათები არაჩვეულებრივ პროფესიონალებთან ერთად. აქ სწავლა სიამოვნებაა.

სამომავლო გეგმები ვაპირებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გავიარო კიდევ ერთი კურსი PR აკადემიაში. რადგან უკვე ვიცი აქ გატარებული დრო მიზანმიმართულია პრაქტიკული ცოდნის მისაღებად!