PR მენეჯმენტი (ბათუმი)

24 ივლისი
30 საათი
10 შეხვედრა
450 ლარი

 კურსი განკუთვნილია: საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი დაინტერესებულ
პირებისთვის. მათთვის, ვისაც სურთ შეისწავლიონ საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის თანამედროვე მეთოდები და ფსიქოლოგიური ასპექტები.  გაგიგონ PR სამსახურის ფუნქციები, მიზნები და ამოცანები.
დაინახონ საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის როლი და პასუხისმგებლობა
საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში.

- კურსი აგებული სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე და მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს,
როლურ თამაშებს, ფსიქოლოგიურ ტესტებს, მეხსიერების გაუმჯობესების, ინფორმაციის
აღქმისა და გადმოცემის სავარჯიშოებს.

- ტრენინგი გაიმართება ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

ტრენერი: ნათია გოცაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი. PR აკადემიის დირექტორი.
სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი. 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან
ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს განვითარების ისტორია
საზოგადოებრივი აზრის მართვის სისტემები
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები
შიდა კორპორაციული კომუნიკაციის მართვა
რეპუტაციულ მენეჯმენტი
ეფექტური კომუნიკაციის ფსიქოლოგია
ღონისძიებების მართვა
მედიასთან ურთიერთობა
კრიზისის მართვა
PR კამპანიის დაგეგმვა