პროექტის მართვა

17 ივლისი
18 საათი
24 საათი
390 ლარი



კურსის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ:  საგრანტო განაცხადისა და დონორი ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო წინადადების შემუშავება; საპროექტო წინადადების დეტალური დაგეგმვა და რისკების ანალიზი; პროექტის მართვა და მისი შეფასება.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:  პროექტის მართვის ძირითადი ეტაპები; როგორ განვსაზღვრონ პროეტის ხედვა, პრობლემა, მიზანი, ამოცანა; როგორ გააანალიზონ კონკრეტული სიტუაცია და ფართო კონტექსტი; როგორ დაგეგმონ სამოქმედო გეგმა, განხორციელების ვადები, რესურსი და ბიუჯეტი; როგორ ვაწარმოოთ პროექტის ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში.

ტრენინგები გაიმართება კვირაში 3-ჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

ტრენერი: სოფიო სამუშია - საერთაშორისო მაგისტრატურის კურსდამთავრებული კონფლიქტის, მშვიდობისა და განვითარების კვლევის სფეროში (ესპანეთი); 15 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობებში: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო IREX - მედია განვითარების პროგრამები; ეუთოს მისია საქართველოში - პროექტების კოორდინაციის საბჭო, ევროპარლამენტი - საგარეო ურთერთობათა კომიტეტი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიუთხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
შესავალი იდეაზე მუშაობა და დონორთან ურთიერთობა
პრობლემისა და მიზნის ხე
გონებრივი რუკა (mind mapping)
სიტუაციის ანალიზი
დაინტერესებული მხარეები, პირდაპირი და სხვა მონაწილეები
სამოქმედო გეგმა, განხორციელების ვადები, მოსალოდნელი შედეგები
ლოგიკური ჩარჩო, რისკები და მათი მართვა
აქტივობების ვადები და პასუხისმგებელი პირები
ბიუჯეტი
ინდიკატორები და კონტროლი
პროექტის განხორციელების მთავარი ფაზები
სამოქმედო გეგმისა და მოსალოდნელი შედეგების კონტროლი
ხარჯების კონტროლი
ანგარიშგება
საპროექტო წინადადების ანალიზი