საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია
16 იანვარი
150 საათი
50 შეხვედრა
1990



კურსის მიზანია
- მსმენელებმა შეისწავლონ რა არის PR და როგორია მისი როლი დღევანდელ რეალობაში, PR სამსახურის ფუნქციები, მიზნები და ამოცანები, როგორ და რა მექანიზმებით ხდება საზოგადოებრივი აზრის მართვა, რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავს კომუნიკაციის პროცესი და როგორ გადავლახოთ მისი ბარიერები.

კურსის შემდეგ - მსმენელები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის თანამედროვე მეთოდებს, დამოუკიდებლად შეძლებენ PR კამპანიის დაგეგმვას, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, სოციალური პასუხისმგებლობის პორცესების სწორად წარმართვას, აგრეთვე, ღონისძიების კონცეფციის დაგეგმვასა და პროცესების წარმართვას.


ტრენერები: ნათია გოცაძე, ოთო ქირია, ლიკა მოშიაშვილი, მაკო ჯაოშვილი, გიორგი კალატოზიშვილი, მარიკა დარჩია, თაკო როდონაი, ალექსანდრე გაბუნია, თამარ (ტაპი) ზაქარიაძე
ტრენინგები გაიმართება -  ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე


მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის 0% განვადებით


 



მოდული#1: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები  - 5 შეხვედრა, 15 საათი

•    როგორ შევადგინოთ მარკეტინგული გეგმა?
•    როგორ ვმართოთ მომხმარებლის ქცევა და როგორ გავაკეთოთ სიტუაციური ანალიზი?
•    რა არის ბრენდი და რა ინსტრუმენტებს ვიყენებთ ბრენდინგში?
•    რომელია ყველაზე წარმატებული მოდელი პოზიციონირებაში?

ტრენერი - ოთარ ქირია

მოდული#2: სოც.მედია & story telling - 4 შეხვედრა, 12 საათი
•    რა არის ახალი მედია?
•    როგორ შევიქმნათ ონლაინ რეპუტაცია და როგორ გავხადოთ ჩვენი კომპანია თუ პროდუქტი პოპულარული ინტერნეტ სივრცეში?
•    როგორ ხდება სოციალური ქსელების მართვა და რა ხერხებით ხდება აუდიტორიასთან კომუნიკაცია?

ტრენერი - ლიკა მოშიაშვილი

მოდული#3: კომუნიკაციის ფსიქოლოგია - 6 შეხვედრა, 18 საათი
•    რას ნიშნავს კომუნიკაცია და როგორ გადავლახოთ მისი ბარიერები?
•    რატომ არ გვესმის ერთმანეთის და როგორ დავარწმუნოთ ადამიანები?
•    რა გვიშლის ხელს ურთიერთობაში და როგორ ამოვიცნოთ მოსაუბრის განწყობა სხეულის ენის მიხედვით?

ტრენერი - ნათია გოცაძე

მოდული#4: საჯარო გამოსვლის ხელოვნება  და მოლაპარაკების ხელოვნება - 3 შეხვედრა, 9 საათი
•    რატომ გვეშინია პუბლიკის წინაშე წარდგენის და რა მეთოდებით ხდება აუდიტორიაზე ზემოქმედება?
•    რა არის საჭირო წარმატებული პრეზენტაციისთვის და როგორ ვაწარმოოთ საქმიანი მიმოწერა თუ მოლაპარაკება ?
•    როგორ ვმართოთ ემოციები დებატების დროს?
ტრენერი - მაკო ჯაოშვილი

მოდული#5: ანტიკრიზისული PR  - 4 შეხვედრა, 12 საათი
•    რას ნიშნავს კრიზისი და  როგორია მისი მართვის პორცესი?  
•    როგორ ხდება კრიზისის პროგნოზირება და რა ხერხებით არის შესაძლებელი მისი თავიდან არიდება?
•    რამდენად მნიშვნელოვანია კრიზისის პროცესში მედიასთან კომუნიკაცია და როგორ უნდა წარიმართოს საკომუნიკაციო პროცესები?

ტრენერი - გიორგი კალატოზიშვილი

მოდული#6: პოლიტიკური PR  - 2 შეხვედრა, 6 საათი
•    როგორ ხდება პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის იმიჯის შექმნა?  
•    როგორ იგეგმება საკომუნიკაციო  სტრატეგია საარჩევნო პროცესში და მის შემდეგ?
•    რამდენად მნიშვნელოვანია   საჯარო პირისთვის სწორად წარმართოს დიალოგი  მოსახლეობასთან?

ტრენერი - მარიკა დარჩია

მოდული#7:
იმიჯი და რეპუტაცია - 4 შეხვედრა, 12 საათი
•    რა განხვავებაა იმიჯსა და რეპუტაციას შორის?  
•    როგორ იმრთება რეპუტაციული მენეჯმენტი და რა ინსტრმენტების გამოყენება ხდება ამ პორცესის ჩამოყალიბებაში?
•    როგორ ხდება იმიჯზე მუშაობა და  როგორ ხდება მისი ჩამოყალიბება?

ტრენერი - გიორგი კალატოზიშვილი

მოდული#8: CSR - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა  – 3 შეხვადრა, 9 საათი
•    რა არის კოპრორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა როლი უჭირავს მას რეპუტაციის მართვის პროცესში?
•    როგორ დავგეგმოთ CSR აქტივობა და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მიმართულების გაძლიერება ორგანიზაციის, პიროვნების თუ სახელმწიფოს წარმატებული საქმიანობისთვის?

ტრენერი - თაკო როდონაია

მოდული#9: კრეატიული აზროვნება - 4 შეხვედრა, 12 საათი
•    როგორ იქმნება ვიზუალური პროდუქტი და რა არის ვიზუალის ფსიქოლოგია ?
•    რა ზეგავლენას ახდენენ ფერები მომხმარებელზე და როგორ ხდება ამბის მიხედვით ვიზუალის შექმნა?
•    როგორ იქმნება კრეატიული იდეა და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე კრეატივი?
•    რა გამოწვევები აქვს 21 საუკეუნეს და რას ნიშნავს ე.წ. +18 ანუ ვირუსული კრეატივი?

ტრენერი - ალქსანდრე გაბუნია

მოდული#10: ივენთ მენეჯმენტი - 5 შეხვედრა, 15 საათი
•    რა არის ივენთი, როდის ვიყენებთ მას, როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტს და რა არის მისი ძირითადი უპირატესობები?
•    როგორ იქმნება კონცეფცია, სცენარი და ივნთის გეგმა?
•    რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთის ორგანიზებითვის და რა განაპირობებს ივენთის წარმატებას?

ტრენერი  - თამარ (ტაპი) ზაქარიაძე

მოდული#11: შესავალი საზოგადოებასთან ურთიერთობაში -  3 შეხვედრა, 9 საათი
•    რა არის PR და რით განსხვავდება იგი სხვა საკომუნკაციო სფეროებისაგან?
•    რას ნიშნავს საზოგადოებრივი აზრის მართვა და რატომ ითვლება PR ამ პროცესში ყველაზე ძლიერ იარაღად?

ტრენერი - ნათია გოცაძე

მოდული#12: PR - ის მართვის ინსტრუმენტები  - 5 ლექცია, 15 საათი  
•    რა ფუნქციას ასრულებს PR სამსახური და როგორ ხდება მისი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა?
•    რა ინსტუმენტებს ვიყენებთ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში? რას ნიშნავს იმიჯის მართვა და როგორ იქმნება რეპუტაცია?

ტრენერი - ნათია გოცაძე

მოდული#13: PR კამპანიის დაგეგმვა - 2  შეხვედრა, 6 საათი
•    როგორ უნდა დავგეგმოთ PR კამპანია?
•    რატომ და როდის არის საჭირო კვლევის ჩატარება?
•    როგორ განვსაზღვროთ სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანები?
•    რა საფეხურებს გავდივართ PR კამპანიის დაგეგმვისას და როგორ ხდება საკომუნიკაციო პროცესის შეფასება?

ტრენერი - ნათია გოცაძე

ფინალური პროექტის დაცვა