ტრენერები
ნათია გოცაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, ურთიერთობის ფსიქოლოგია
საჯარო მმართველობის დოქტორი. PR აკადემიის დირექტორი. სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი. 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში. ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში. საავტორო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვ.

ზაზა ქოიავა - ზოგადი მენეჯმენტი, მართვის ფსიქოლოგია
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი . საჯარო მმართველობის მაგისტრი. PR აკადემიის ტრენერი NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. სერტიფიცირებული ტრენერი (TOT) ლიდერობაში, Couching-სა და მენეჯმენტში. საავტორო პროგრამები: მართვის ფსიქოლოგია, ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია, ორგანიზაციული მენეჯმენტი.

ოთარ ქირია - მარკეტინგი და ბრენდინგი
ბრიტანული ბრენდის Mothercare-ს ფრანჩაიზერი კომპანიის „საბაჰ გრუპ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი; სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის დილის გადაცემის თანაწამყვანი; საქართველოს მოდის კვირეულის მარკეტინგის დირექტორი; ორგანიზაციის „მწვანე ჯვარი შვეიცარია“ კოორდინატორი საქართველოში (2012-13). IHPA-ს ელჩი საქართველოში; UNDP და MCG საერთაშორისო პროექტების საზოგადოებრივი კონსულტაციებისა და ცნობიერების ამაღლების ხელმძღვანელი; თანაავტორი მონოგრაფიისა „POPs the Real Danger”; ევროპარლამენტსა და ბულგარეთში გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილი გამოფენების ორგანიზატორი.

ანი გოცირიძე - ადამიანური რესურსების მართვა
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი საერთაშორისო ორგანიზაცია - KPMG - ს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანლი

თამარ ზაქარიაძე - ღონისძიების მართვა
10 წლიანი გამოცდილება ივენთ მარკეტინგში. ასობით საკომუნიკაციო ღონისძიებისა და ათეულობით კორპორაციული, სოციალური და საზოგადოებრივი პროექტის ავტორი, თანაავტორი და ორგანიზატორი.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ივენთების კომპანიის Bluebird დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
თიბისი ბანკის - ივენთებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი

გიორგი ყანჩაველი - პროექტის მენეჯმენტი
„Lemondo Business“ წამყვანი მობილური და ვებ აპლიკაციების დეველოპერული კომპანია პროექტების მენეჯერი; Startup Nest – პირველი სტუდენტური ბიზნეს აქსელერატორი თანადამფუძნებელი და პროგრამის ხელმძღვანელი; 15 ზე მეტ ქვეყანაში სასწავლო ვიზიტი; ჩატარებული 100-ზე მეტი ტრენინგი; განხორციელებული 300-ზე მეტი პროექტი, აქედან 10-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი; მოგებული 20 ზე მეტი საგრანტო კონკურსი და 5 ზე მეტი ტენდერი; ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელება, როგორიცაა: hackathon, makeathon, ბიზნეს მარათონები და პირველი ბიზნეს აქსელერატორი; ორგანიზებული 11 საზაფხულო ბანაკი (მათ შორის პირველი ინოვაციების ბანაკი საქართველოში.
ალექსანდრე გაბუნია - ვიზუალური აღქმის ხელოვნება, კრეატიული აზროვნება
რეჟისორი, დოკუმენტალისტი სტუდია “Cinemani Films”-ის დამფუძნებელი; “მუნდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის” – (აშშ, კოლორადო) გრანპრის მფლობელი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის “მუღამი”. ამავე ფილმით წარდგენილი იყო ლონდონის საერთაშორისო კინო ფესტივალის ნომინაციაზე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკ. ფილმი. ფილმმა აიღო ჯილდო “ხალხის რჩეული”.
“ნიუ იორკის კინო აკადემიის” კინო რეჟისორის კურსის სერტიფიკატი; წარსულში საკვირაო ანალიტიკური გადაცემა “დროება”-ს ჟურნალისტი; გადაცემა “ჟურნალისტის დღიური”-ს ავტორი და ჟურნალისტი.

მაკო ჯაოშვილი – ბიზნეს კომუნიკაციის ეტიკეტი
PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია „სევენთის“ დამფუძნებელი/დირექტორი, 17 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, ტრენერობის 8 წლიანი გამოცდილებით. ღონისძიებათა მენეჯერის, ღონისძიებათა დიზაინერის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პროფესიული სტანდარტების ავტორი, ღონისძიებათა ორგანიზების სასწავლო პროგრამის და სტუდენტური სახელმძღვანელო „ღონისძიებათა დაგეგმვის“ ავტორი, ბლოგერი, სხვა და სხვა პუბლიკაციების ავტორი, მათ შორის, Forbes Women და საიტზე Forbes Georgia. თბილისის საკრებულოსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებული პროექტ „თბილისური წალკოტის“ ინიციატორი და შემსრულებელი.