ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა
2 თვე
24 შეხვედრა
860 ლარი
კურსის მიზანია: შევასწავლოთ მესმენელებს მართვის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გავაცნოთ მართვის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის მნიშვნელობა. მივცეთ მათ წარმატებული მენეჯერული საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო პროფესიული ცოდნა. შევასწავლოთ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის, თვითპრეზენტაციის, მოლაპარაკების, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და კონფლიქტების მართვის ელემენტები.
კურსის შედეგად
მსმენელები შეძლებენ საკუთარი თავის წარმოჩენის, ინფორმაციის აღქმისა და გადმოცემის უნარების გამომუშავებას, მენეჯერული თვისებების გაღვივებას, თავდაჯერებულობასა და პიროვნულ განვითარებას.
ტრენინგები გაიმართება ორშაბათს ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
ტრენინგის დაწყების თარიღი: 20 სექტემბერი

ტრენერები:
ნათია გოცაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი. PR აკადემიის დირექტორი. სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი. 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში. ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში. საავტორო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვ.
ზაზა ქოიავა - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი . საჯარო მმართველობის მაგისტრი. PR აკადემიის ტრენერი NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. სერტიფიცირებული ტრენერი (TOT) ლიდერობაში, Couching-სა და მენეჯმენტში. საავტორო პროგრამები: მართვის ფსიქოლოგია, ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია, ორგანიზაციული მენეჯმენტი.

I დღე: ეფექტური კომუნიკაცია - კომუნიკაციის მიზნები და შედეგები - კომუნიკაციის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები - ტესტი - ინფორმაციის ეფექტი

II დღე: საკუთარი თავის ანალიზი - თვითშეფასების ტესტი - როლები, ფუნქციები, მიზნები. - პოზიციონირება, იმიჯი და რეპუტაცია - ანუ როგორ შევქმნათ საკუთარი ბრენდი - 4D მოდელის შექმნა

III დღე : სოციალური ქცევის ანალიზი - ადამიანის ფსიქოტიპები - ხასიათი და მოტივაცია - თამაში: დაუსახლებელი კუნძული - სოციალური ,,მე”-ს ანალიზი

IV დღე: ურთიერთობის ფსიქოლოგია - ურთიერთობების 5 ფსიქოლოგიური ფაქტორი - ტრანზაქტული ანალიზი - კოოპერაცია VS კონკურენცია - თამაში: ტუსაღის დილემა

V დღე: წარმატების ფსიქოლოგია - ტესტი - დამოკიდებულებები და შეფასება - უიღბლობის მიზეზები და წარმატება - როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას საკუთარ თავთან - თამაში - რა იქნებოდა რომ არ...

VI დღე: ემოციების მართვა - როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი? - შიში, ბრაზი, შფოთვა და სხვა ემოციები - ტესტი : თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის შეფასება

VII დღე: პოზიტიური აზროვნების შედეგები - როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან? - განწყობის თეორია - თავდაჯერებულობა და თვითმოტივაცია - სავარჯიშო: პოზიტიური აზროვნების ძალა

VIII დღე: რას მალავს ჩვენი ქვეცნობიერი? - გამოცდილების ზეგავლენა დამოკიდებულებებზე - ფსიქოლოგიური თამაში/ტრანსი: ცხოვრების გზა, მოვლენები და შედეგები

IX დღე: სხეულის ენა - სხეულის ენის ფუნქციები და მნიშვნელობა - ზეგავლენის ჟესტები და მათი გამოყენება - სავარჯიშო - თვითპრეზენტაცია

X დღე: როგორ მივაღწიოთ მიზანს - სურვილები და შესაძლებლობები - სამოქმედო გეგმის ეტაპები - წინააღმდეგობები და თვითმოტივაცია

XI დღე: „ცოდნის ადამიანი“ - ჰუმანიზმი და ბიჰევიორიზმი, პეტერ დრუკერი, თამაში: ბირთვული სასაკლაო

XII დღე: ქვეცნობიერი - გრძნობები და ფიქრები რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს − რა არის ქვეცნობიერი და რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში − არის თუ არა ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის ცნობიერი გონების მსახური − ქვეცნობიერი სიგნალების გამოხატულება სხეულით − არაცნობიერი რაპორტი − ტესტი - დაფარული ხასიათის შტრიხები.

XIII დღე: ძლიერი მხარე - რა არის ჩემი ძლიერი მხარე? როგორ ვმუშაობ? რა ღირებულებებს ვეფუძვნები? რა წვლილი და გავლენა მინდა შევიტანო და სად?

XIV დღე: შიშის ფსიქოლოგია − შიშის მრავალსახეობა − შიშის 6 ფორმა − მიზიდულობის კანონი - რისიც გეშინია ის მოხდება − ფობია − როგორ ვებრძოლოთ შიშს და ფობიებს − შიშის ტესტი

XV დღე: ედუარდ ბონო და მისი ფსიქოლოგიური ქუდები − აზროვნების ტიპები − აზროვნება პრობლემის განხილვის პროცესში − აზროვნებისას 3 ძირითადი სირთულე − ლატერალური აზროვნება, 6 ქუდის მეთოდი − ლატერალური აზროვნება

XVI დღე: ფილიპ ზიმბარდო „The psychology of evil“ - როგორ ხდებიან ადამიანები მონსტრები ან გმირები − ბიჰევიორიზმი როგორც ფსიქოლოგიური მიმდინარეობა − რა არის დამნაშავე თუ ვინ არის დამნაშავე? სისტემა თუ ადამიანი? − 7 პროცესი რომელიც ადამიანს ბოროტებისკენ უბიძგებს − სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი

XVII დღე: ტვინი და მისი აგებულება -ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი. -რა შესაძლებლობებს ფლობს ჩვენი ტვინი -თვინსი ნახევარსფეროები, ბალანსი ლოგიკას და აბსტრაქციას შორის -ბალანსი ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს შორის -რა არის კოგნიტიური დისონანსი და როგორ ვებრძოლოთ მას

XVIII დღე: ცვლილებების ფსიქოლოგიური ასპექტები - გარდატეხა, როგორ გავატაროთ ცვლილება როცა ის ასე რთულია - 3 მოულოდნელი ფაქტი ცვლილების შესახებ; გული გონების წინააღმდეგ - მოძებნეთ ნათელი წერტილები, მიუთითეთ საბოლოო დანიშნულების ადგილი, იპოვეთ შეგრძნება, შეცვალეთ გარემო პირობები, ჩამოაყალიბეთ ჩვევები და შეინარჩუნეთ ცვლილების ტემპი.

XIX დღე: მანიპულაცია, ნაწილი 1 − თამაშები რომელსაც ადამიანები თამაშობენ − ტესტი ბნელი სარდაფი

XX დღე: მანიპულაცია, ნაწილი 2 − როგორ ხდებიან ადამიანები მანიპულატორები − ტესტი როგორ გხედავენ სხვები

XXI დღე: მანიპულაცია, ნაწილი 3 − მანიპულატორის აღიარება, − მანიპულაციიდან აქტუალიზაციაზე გადასვლის გზები − შიშის ტრანსი

XXII დღე: NLP წარმატების მისაღწევად − რა არის NLP და მისი ძირითადი საკომუნიკაციო მოდელი − ტვინი და მისი აგებულება, ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი. − NLP პროცესი, რისთვის ვიყენებთ მას − ტრანსი მისია

XXIII დღე: NLP წარმატების მისაღწევად − სტრესი, სტრესული ფაქტორის გავლენა ადამიანის ცხოვრებისეულ ხედვებზე − NLP –ს ძირითადი დებულებები. − ღუზა – მისი შექმნა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე − ტრანსი - შემოქმედებითობა

XXIV დღე: შემაჯამებელი თამაში
08.09.2017