საზოგადოებასთა ურთიერთობა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია
51 საათი
17 შეხვედრა
500 ლარი

ვისთვის არის გაკუთვნილი კურსი?
მათთვის ვისაც, სურს სრულყოფილად შეისწავლოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მართვის ხელოვნება, გაიმყაროს ცოდნა და მიიღოს უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება. ასევე, მათთვის, ვისაც სურვილი აქვს გახდეს კიდევ უფრო თავდაჯერებული და შეიქმნას დასაქმების რეალური პერსპექტივა, მათთვისაც, ვინც დასაქმებულია, სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია და მიაღწიოს კარიერულ წინსვლას. და რაც მთავარია მათთვის, ვინც მზად არის შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.
რას მიიღებთ კურსის შედეგად?
ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის თანამედროვე მეთოდებს, კომუნიკაციის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან ასპექტებსა და ელემენტებს. შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, როლურ თამაშებს, ფსიქოლოგიურ ტესტებს, მეხსიერების გაუმჯობესების, ინფორმაციის აღქმისა და გადმოცემის სავარჯიშოებს, რაც დაეხმარებათ მათ მუდმივად აწარმოონ მიღებული ცოდნის მონიტორინგი, შეიძინონ და გაიღრმავონ საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გახდნენ მოთხოვნადი პროფესიონალები და წარმატებით აწარმოონ ეფექტური საქმიანობა ნებისმიერი მიმართულებით.
ტრენინგები გაიმართება : სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
ტრენინგის დაწყების თარიღი: 5 ოქტომბერი
ტრენერი:
ნათია გოცაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი. PR აკადემიის დირექტორი. სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი. 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში. ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში. საავტორო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია , ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.
I დღე - შესავალი საზოგადოებასთან ურთიერთობაში: რა არის PR? ისტორია, PR-ის მნიშვნელობა XXI საუკუნეში. უახლესი გამოწვევები ტესტი: 20 მტკიცების ტესტი

II დღე - საზოგადოებრივი აზრის მართვის სისტემები საზოგადოებრივი აზრის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი ორგანიზაციასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში; უკუკავშირის მეთოდები, როლური თამაში: მომჩივანი და მოსარჩელე (კონფორმიზმის გამოვლენა)

III დღე - ეფექტური კომუნიკაციის მართვა კომუნიკაციის ფსიქოლოგია, კომუნიკაციის ბარიერები, კომპონენტები, ეფექტური კომუნიკაციი მართვა ტესტი/სავარჯიშო: ინფორმაციის გავრცელება, აღქმის არხები

IV დღე - დარწმუნების ხელოვნება ტესტი: თვითფლობის შკალა დარწმუნების კომპონენტები, პირდაპირი და ირიბი ზემოქმედება, ლოგიკური მსჯელობის ასპექტები როლური თამაში: დარწმუნების უნარების გამოყენება. დავალება: საინფორმაციოი ტექსტის შედგენა ირიბი ზემოქმედების მეთოდების გამოყენებით

V დღე - ადამიანის ტიპები ტესტი: საკუთარი ფსიქოტიპის გამოვლენა ტემპერამენტი და პროფესიული არჩევანი, ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა; დავალება: დამოკიდებულებების ანალიზი

VI დღე - წარმატების ფსიქოლოგია თავდაჯერებულობა და თვითრეალიზაცია პრაქტიკული სამუშაო: როლები, მიზნები , თვითშეფასება ტესტი: თვითკონტროლის სტატუსი

VII დღე - PR და საკომუნიკაციო სისტემები საზოგადოებასთან ურთიერთობა და მსგავსი საკომუნიკაციო სისტემები: რეკლამა, მარკეტინგი, პროპაგანდა და სხვ.საზოგადოებასთან ურთიერთობის ტერმინები. როლური თამაში: პოზიციონირება და თვითპრეზენტაციის ფორმები

VIII დღე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური PR სამსახურის მიზნები და ფუნქციები, PR მენეჯერის თვისებები და მოვალეობები ფსიქოლოგიური ტესტი: სოციალური ემპათია

IX დღე - კრიზისის მართვა კრიზისის გააზრება/ რეაგირება/ შეფასება, ანტიკრიზისული და პოსტ კრიზისული გეგმა ფსიქოლოგიური ტესტი: სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება პრაქტიკული სამუშაო: ანტიკრიზისული კამპანიის დაგეგმვა

X დღე - შიდა კორპორაციული კომუნიკაცია კორპორაციული კომუნიკაციის მართვა, საკომუნიკაციო არხები და ინსტრუმენტები; კორპორაციული კულტურა; გუნდის შეკვრა პრაქტიკული სამუშაო: შიდა საკომუნიკაციო აქტივობა როლური თამაში: გუნდი 1 ადამიანი.

XI დღე - მედიასთან ურთიერთობა მედიის სახეები/ შერჩევის პრინციპები; მედია კომუნიკაციის ინსტრუმენტები; მედია გეგმა პრაქტიკული სამუშაო: პრესრელიზი და მედია გეგმა

XIIდღე - რეპუტაციული მენეჯმენტი ფაბლისიტი, იმიჯი, რეპუტაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, სპონსორობა, ქველმოქმედება იმიჯის ფორმირების ინსტრუმენტები პრაქტიკული სამუშაო: იმიჯის ტიპოლოგია, საიმიჯო აქტივობის დაგეგმვა

XIII დღე - PR კამპანიის დაგეგმვა დაგეგმვის მნიშვნელობა და ტიპები, გეგმის კომპონენტები, დაგეგმვის 12 საფეხური

XIVდღე - ივენთ მენეჯმენტი ივენთის ორგანიზების ეტაპები; კონცეფცია, სცენარი, დიზაინი; სამუშაო გეგმის შედგენა სამუშაო/ტესტი: კრეატიული ხედვის უნარები

XV დღე - შესწავლილი მასალის შემოწმება პრაქტიკული დავალებები

XVI დღე - არავერბალური კომუნიკაცია სხეულის ენა და მისი მახასიათებლები; ჟესტების გამოყენება მოსაპარაკების წარმოებისას

XVII დღე - პროექტების დაცვა
09.08.2017