Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages
academia_course
academia_teacher
academia_notice
Filter by Categories
სიახლეები
{ "homeurl": "http://pra.ge/", "resultstype": "vertical", "resultsposition": "hover", "itemscount": 4, "imagewidth": 70, "imageheight": 70, "resultitemheight": "70px", "showauthor": 0, "showdate": 0, "showdescription": 1, "charcount": 3, "noresultstext": "No results!", "didyoumeantext": "Did you mean:", "defaultImage": "http://pra.ge/wp-content/plugins/ajax-search-lite/img/default.jpg", "highlight": 0, "highlightwholewords": 0, "scrollToResults": 0, "resultareaclickable": 1, "defaultsearchtext": "ძებნა...", "autocomplete": { "enabled" : 0, "lang" : "ka" }, "triggerontype": 1, "triggeronclick": 1, "redirectonclick": 1, "trigger_on_facet_change": 1, "settingsimagepos": "right", "hresultanimation": "fx-none", "vresultanimation": "fx-none", "hresulthidedesc": "1", "prescontainerheight": "400px", "pshowsubtitle": "0", "pshowdesc": "1", "closeOnDocClick": 1, "iifNoImage": "description", "iiRows": 2, "iitemsWidth": 200, "iitemsHeight": 200, "iishowOverlay": 1, "iiblurOverlay": 1, "iihideContent": 1, "iianimation": "1", "analytics": 0, "analyticsString": "ajax_search-{asl_term}" }

ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა

2პროგრამა განკუთვნილია:
საჯარო სამსახურების, კერძო ბიზნესისა და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ მართვის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები, შექმნან ჯანსაღი კორპორაციული გარემო და აწარმოონ წარმატებული საქმიანობა. ასევე მათთვის, ვისაც სურს გაიმყაროს ცოდნა და მიიღოს უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება, სურვილი აქვს გახდეს კიდევ უფრო თავდაჯერებული, აიმაღლოს კვალიფიკაცია, მიაღწიოს კარიერულ წინსვლას და შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.
კურსის მიზანია:
შევასწავლოთ მესმენელებს მართვის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გავაცნოთ მართვის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის მნიშვნელობა. მივცეთ მათ წარმატებული მენეჯერული საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო პროფესიული ცოდნა. შევასწავლოთ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის, თვითპრეზენტაციის, მოლაპარაკების, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და კონფლიქტების მართვის ელემენტები.
კურსის შედეგად:
  • მსმენელები შეძლებენ საკუთარი თავის წარმოჩენის, ინფორმაციის აღქმისა და გადმოცემის უნარების გამომუშავებას, მენეჯერული თვისებების გაღვივებას, თავდაჯერებულობასა და პიროვნულ განვითარებას.
ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად:
  • როგორ უნდა ვაიძულოთ ადამიანები მოგისმინონ, გაიგონ და დაიჯერონ ჩვენი?
  • რა იწვევს ნდობას და შეიძლება თუ არ მისი მოპოვება პირველივე შეხვედრაზე?
  • როგორ იყენებენ წარმატებული ადამიანები სხეულის ენას ზეგავლენის მოსახდენად და როგორ ამოვიცნოთ რა იმალება სიტყვების მიღმა?
  • როგორ უნდა ვმართოთ ურთიერთობები ფსიქოტიპების მიხედვით?
  • არსებობს თუ არა წარმატების მარტიცა და როგორ გამოვიყენოთ ის საკუთარი მიზნებისთვის?
  • რა გავლენას ახდენს ფსიქოლოგია ჩვენს ცხოვრებაზე?
  • რატომ არის ძალაუფლება გამოწვევა და როგორ უნდა ვმართოთ ცდუნებები?
  • რას მალავს ჩვენი ქვეცნობიერი და რა შეიძლება აღმოვაჩინოთ ტრანსულ მდგომარეობაში ?
  • როგორ უნდა ვაკონტროლო შიში, ბრაზი, წყენა და ყველა ის ემოცია, რომელიც ხელს უშლისბედნიერებას?
  • როგორია ჩვენი თვითშეფასება და როგორ უნდა გავხდეთ თავდაჯერებული?
  • რას ნიშნავს თვითრეალიზაცია და რა გვჭირდება საკუთარ თავთან ჰარმონიის მისაღწევად?
სასწავლო გეგმა: 21 შეხვედრა – 63 საათი
I დღე: საკუთარი თავის ანალიზი – თვითშეფასების ტესტი – როლები, ფუნქციები, მიზნები. – პოზიციონირება, იმიჯი და რეპუტაცია – ანუ როგორ შევქმნათ პერსონალური ბრენდი – არქეტიპების გავლენა პიროვნებაზე
II დღე: ინტერპერსონალური ურთიერთობები – რა გვიშლის ხელს კომუნიკაციაში? – ურთიერთობის ფსიქოლოგიური ასპექტები – კონფლიქტის მართვა (ქეისი) – ტესტი – კომუნიკაციის უნარები
III დღე: რას მალავს ჩვენი ქვეცნობიერი? – გამოცდილების ზეგავლენა დამოკიდებულებებზე – ფსიქოლოგიური თამაში/ტრანსი: ცხოვრების გზა, მოვლენები და შედეგები
IV დღე: წარმატების ფსიქოლოგია – რა არის წარმატება – ტესტი – დამოკიდებულებები და შეფასება – როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას საკუთარ თავთან – თამაში – რა იქნებოდა რომ არ…
V დღე: ემოციების მართვა – როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი? – შიში, ბრაზი, შფოთვა და სხვა ემოციები – ტესტი : თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის შეფასება
VI დღე: სხეულის ენა – სხეულის ენის ფუნქციები და მნიშვნელობა – ზეგავლენის ჟესტები და მათი გამოყენება – სავარჯიშო – თვითპრეზენტაცია
VII დღე: როგორ მივაღწიოთ მიზანს – სურვილები და შესაძლებლობები – სამოქმედო გეგმის ეტაპები – წინააღმდეგობები და თვითმოტივაცია
VIII დღე: დროის მართვა – ტესტი დროის კონტროლის ანალიზი – დროის განაწილების მეთოდები – პრიორიტეტები, ვადები, შედეგები – როგორ გამოვიყენოთ ადამიანური რესურსები
IX დღე: მართვის ფსიქოლოგია და თანამედროვე მენეჯმენტის ელემენტები − პეტერ დრუკერი, მმართველობის უახლესი სტილი, და „ცოდნის ადამიანი“. − სემკო, თანამედროვე მენეჯმენტის მწვერვალი! ხარისხი
X დღე: ქვეცნობიერი – გრძნობები და ფიქრები რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს − რა არის ქვეცნობიერი და რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში − არის თუ არა ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის ცნობიერი გონების მსახური − ქვეცნობიერი სიგნალების გამოხატულება სხეულით − არაცნობიერი რაპორტი − ტესტი – დაფარული ხასიათის შტრიხები.
XI დღე: შიშის ფსიქოლოგია − შიშის მრავალსახეობა − შიშის 6 ფორმა − მიზიდულობის კანონი – რისიც გეშინია ის მოხდება − ფობია − როგორ ვებრძოლოთ შიშს და ფობიებს − შიშის ტესტი
XII დღე: ცვლილებების ფსიქოლოგიური ასპექტები, გარდატეხა, როგორ გავატაროთ ცვლილება როცა ის ასე რთულია − 3 მოულოდნელი ფაქტი ცვლილების შესახებ − გული გონების წინააღმდეგ − მოძებნეთ ნათელი წერტილები − მიუთითეთ საბოლოო დანიშნულების ადგილი − იპოვეთ შეგრძნება − შეცვალეთ გარემო პირობები − ჩამოაყალიბეთ ჩვევები და შეინარჩუნეთ ცვლილების ტემპი
XIII დღე: ედუარდ ბონო და მისი ფსიქოლოგიური ქუდები − აზროვნების ტიპები − აზროვნება პრობლემის განხილვის პროცესში − აზროვნებისას 3 ძირითადი სირთულე − ლატერალური აზროვნება, 6 ქუდის მეთოდი − ლატერალური აზროვნება – ქეისი
XIV დღე: ფილიპ ზიმბარდო „The psychology of evil“ როგორ ხდებიან ადამიანები მონსტრები ან გმირები − ბიჰევიორიზმი როგორც ფსიქოლოგიური მიმდინარეობა − რა არის დამნაშავე თუ ვინ არის დამნაშავე? სისტემა თუ ადამიანი? − 7 პროცესი რომელიც ადამიანს ბოროტებისკენ უბიძგებს − სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
XV დღე: მანიპულაცია, ნაწილი 1 − თამაშები რომელსაც ადამიანები თამაშობენ − ტესტი ბნელი სარდაფი
XVI დღე: მანიპულაცია, ნაწილი 2 − როგორ ხდებიან ადამიანები მანიპულატორები − ტესტი – როგორ გხედავენ სხვები
XVII დღე: მანიპულაცია, ნაწილი 3 − მანიპულატორის აღიარება, − მანიპულაციიდან აქტუალიზაციაზე გადასვლის გზები − შიშის ტრანსი
XVIII დღე: NLP წარმატების მისაღწევად − რა არის NLP და მისი ძირითადი საკომუნიკაციო მოდელი − ტვინი და მისი აგებულება, ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი. − NLP პროცესი, რისთვის ვიყენებთ მას − ტრანსი მისია
XIX დღე: NLP წარმატების მისაღწევად − სტრესი, სტრესული ფაქტორის გავლენა ადამიანის ცხოვრებისეულ ხედვებზე − NLP –ს ძირითადი დებულებები. − ღუზა – მისი შექმნა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე − ტრანსი – შემოქმედებითობა
XX დღე: NLP წარმატების მისაღწევად − აზრები, ჩვევები, ქცევები და მათი გავლენა. არის თუ არა ეფექტიანი დღეს ის, რაც გუშინ შედეგის მომტანი იყო − ხედვის შექმნა, შედეგის პოვნა, ვინ ვარ, რა მინდა. რა რესურსებს ვფლობთ − ტრანსი – შინაგანი ხასიათი
XXI დღე: შემაჯამებელი თამაში
ტრენინგები ჩატარდება: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. 19:00 საათიდან – 22:00 საათამდე!
კურსის ღირებულება: 560 ლარი
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა PR აკადემიის ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი!
ტრენერები:
ნათია გოცაძესაჯარო მმართველობის დოქტორი. PR აკადემიის დირექტორი. სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში. ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში. საავტორო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვ.
ზაზა ქოიავა – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი . საჯარო მმართველობის მაგისტრი. PR აკადემიის ტრენერი NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. სერტიფიცირებული ტრენერი (TOT) ლიდერობაში, Couching-სა და მენეჯმენტში. საავტორო პროგრამები: მართვის ფსიქოლოგია, ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია, ორგანიზაციული მენეჯმენტი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: http://bit.ly/1Ijl7oT
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 568 58 70 58; ელ-ფოსტა: pr@pra.ge