Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages
academia_course
academia_teacher
academia_notice
Filter by Categories
სიახლეები
{ "homeurl": "http://pra.ge/", "resultstype": "vertical", "resultsposition": "hover", "itemscount": 4, "imagewidth": 70, "imageheight": 70, "resultitemheight": "70px", "showauthor": 0, "showdate": 0, "showdescription": 1, "charcount": 3, "noresultstext": "No results!", "didyoumeantext": "Did you mean:", "defaultImage": "http://pra.ge/wp-content/plugins/ajax-search-lite/img/default.jpg", "highlight": 0, "highlightwholewords": 0, "scrollToResults": 0, "resultareaclickable": 1, "defaultsearchtext": "ძებნა...", "autocomplete": { "enabled" : 0, "lang" : "ka" }, "triggerontype": 1, "triggeronclick": 1, "redirectonclick": 1, "trigger_on_facet_change": 1, "settingsimagepos": "right", "hresultanimation": "fx-none", "vresultanimation": "fx-none", "hresulthidedesc": "1", "prescontainerheight": "400px", "pshowsubtitle": "0", "pshowdesc": "1", "closeOnDocClick": 1, "iifNoImage": "description", "iiRows": 2, "iitemsWidth": 200, "iitemsHeight": 200, "iishowOverlay": 1, "iiblurOverlay": 1, "iihideContent": 1, "iianimation": "1", "analytics": 0, "analyticsString": "ajax_search-{asl_term}" }

საქმიანი ურთიერთობების მართვა და მომგებიანი მოლაპარაკებები

 

222

რატომ ეს კურსი?!
ტრენინგის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ბიზნეს კომუნიკაციის მართვის მეთოდებს და წესებს, საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ელემენტებს, იმ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ასპექტებს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ აწარმოოთ ნებისმიერი მოლაპარაკება, სწორად დაგეგმოთ პარტნიორებთან, თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან თუ კონკურენტებთან საკომუნიკაციო სტრატეგია და ყოველთვის მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:

  • როგორ შექმნათ პირველი შთაბეჭდილება და მოიპოვოთ ნდობა!
  • როგორ დაგეგმოთ და წარმართოთ საქმიანი შეხვედრები!
  • როგორ ჩაიცვათ და მოიქცეთ სხვადასხვა სახის შეხვედრაზე!
  • როგორ მართოთ კონფლიქტური სიტუაცია!
  • როგორ აწარმოოთ საქმიანი მიმოწერა!
  • როგორ მართოთ ჯგუფური დისკუსია/დებატები!
  • როგორ დაარწმუნოთ ადამიანები!
  • როგორ გახდეთ უფრო თავდაჯერებული და მიიღოთ მომგებიანი შედეგი!

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?

მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის, სტარტაპერებისთვის. ზოგადად, ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის. ასევე, ადამიანური რესურსებისა და საკომუნიკაციო სფეროში დაკავებული ადამიანებისათვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც სურთ კარირეული წინსვლა და წარმატებული საქმიანი ურთიერთობების დამყარება.

სასწავლო გეგმა:

  • რა არის კომუნიკაცია – ბარიერები და მეთოდები
  • არგუმენტირებული მსჯელობის ზეგავლენა
  • დარწმუნების ხერხები და სწორი შეკითხვების დასმის მეთოდები
  • საქმიანი მიმოწერის წესები და ნორმები
  • წარდგენის ტექნიკა და ინდივიდუალური სტილი
  • საქმიანი ურთიერთობების ხელშემწყობი ფაქტორები
  • ჩაცმის ფსიქოლოგია და იმიჯის დეტალები
  • კორპორაციული კომუნიკაციის ელემენტები
  • მოლაპარაკების წარმოების ტექნიკა
  • ჯგუფური ურთიერთობების ორგანიზება და მართვა
  • ნდობა და პარტნიორული ურთიერთობა
  • შეფასება, თვითანალიზი, რეკომენდაციები

ტრენინგ კურსს წარუძღვება:

მაკო ჯაოშვილი – PR აკადემიის ტრენერი, PH.D, PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია „სევენთის“ დამფუძნებელი/დირექტორი, 17 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, ტრენერობის 8 წლიანი გამოცდილებით. ღონისძიებათა მენეჯერის, ღონისძიებათა დიზაინერის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პროფესიული სტანდარტების ავტორი, ღონისძიებათა ორგანიზების სასწავლო პროგრამის და სტუდენტური სახელმძღვანელო „ღონისძიებათა დაგეგმვის“ ავტორი, ბლოგერი, სხვა და სხვა პუბლიკაციების ავტორი, მათ შორის, Forbes Women და საიტზე Forbes Georgia. თბილისის საკრებულოსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებული პროექტ „თბილისური წალკოტის“ ინიციატორი და შემსრულებელი. სასწავლო კურსის „ბიზნესკომუნიკაციის ეტიკეტი“ ავტორი.

მოწვეული სპიკერები  – პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროფესიონალები

ტრენინგის ღირებულება: 480 ლარი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 შეხვედრა – 48 საათი

ტრენინგები ჩატარდება: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს. 19:00 – 22:00

პროგრამის დაწყების თარიღი: 17 მაისი

სარეგისტრაციო ბმული: http://bit.ly/1Ijl7oT

საკონტაქტო ინფორმაცია: 568 58 70 58